x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
სიყვარულის თანამედროვე ისტორია ხარკოველი ბლოგერი გოგოსთვის ცუდად დამთავრდა, "ორი კურდღლის" დევნა შეწყდა
image ხარკოველი "ინსტაგრამ" ბლოგერმა სცადა ერთბაშად "გაკიდებოდა ორ კურდღელს" დასაჭერად, მაგრამ როგორც იტყვიან კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.



ახალგაზრდა ქალი სასიყვარულო ურთიერთობაში იყო ასაკოვან რუს ბიზნესმენთან, ასევე ანალოგიური ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ღარიბ ახალგაზრდასთან. ბლოგერი რუსი ბიზნესმენის ფულით ბედნიერად და მშვიდად ცხოვრობდა ახალგაზრდა უკრაინელ მეგობართან ერთად მანამ, სანამ თავში ახალი გეგმა არ მოუვიდა - გადაწყვიტა მისი გატაცების ინსცენირება მოეხდინა და რუსი ბიზნესმენისთვის მისი განთავისუფლების სანაცვლოდ ბიტკოინები მოეთხოვა.



22 წლის ბლოგერმა მეტსახელად "ტიგრამ" გეგმა მეგობარ უკრაინელ ბიჭთან ერთად დაგეგმა და გადაწყვიტა მისი განხორციელება, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ასაკოვანი ბიზნესმენის წყალობით უკვე ჰყავდა ძვირადღირებული მანქანები Bentley Bentayga და პორშე გადაწყვიტა მისთვის მეტი "წაეცინცლა". ფული კი ჰქონდა "ტიგრას" მაგრამ ასაკოვანი კაცი არ მოსწონდა და მეტ დროს ღარიბ თანაქალაქელ ახალგაზრდას უთმობდა.



გეგმა დაისახა და განხორციელებასაც შეუდგა წყვილი. რუს "მოხუცს" შეუთვალეს, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს "ტიგრა" და ითხოვენ ბიტკოინებს, რუსმა ბიზნესმენმა დახმარებისათვის უკრაინის სამართალდამცველებს მიმართა და "გამტაცებლებს" წინასწარ ფული არ გადაუხადა.




უკრაინის პოლიციაც საქმეს შეუდგა და ჰოი საოცრებავ! - მათ აღმოაჩიინეს, რომ "ტიგრას" საბანკო ანგარიშის ბარათი მოქმედებაში იყო, ბარათიდან დიდძალი ფული იხსნებოდა საშოპინგოდ, ასევე პოლიციამ დადგინა რომ აღნიშნული ბარათი რომელიც "ტიგრას" აჩუქა რუსმა ბიზნესმენმა და მისივე ნაჩუქარი ფული იდო ანგარიშზე გამოყენებულ იქნა სპორტული მანქანის არენდისათვის, დაადგინეს მანქანის მარკაც, გამოცხადდა ძებნა. პოლიციამ მანქანას მალევე მიაგნო, მანქანაზე დააყენეს მოსასმენი აპარატურა და მალევე დაადგინეს ყველაფერი.



"გატაცებული" "ტიგრა" 29 წლის ღარიბ მეგობარ ბიჭთან ერთად იმყოფებოდნენ ლვოვის ოლქში, პოლიციამ სწრაფად იმოქმედა და ჯერ "ტიგრას" მეგობარი აიყვანეს, მერე კი თავად ბლოგერიც.



ახლა "ტიგრა" და მისი მეგობარი ბიჭი გამოძალვისა და თაღლითობის მუხლით ზიან დროებითი დაკავების საკნებში და მოვლენების განვითარებას ელოდებიან, "მოხუცი", რუსი ბიზნესმენი კი უეჭველი გახარებულია, რომ "ჭირი" მოიშორა.
image


0
497
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
497