x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ციხე, სადაც არ უნდა იყოს და როგორი განვითარების სახელმწიფოსაც არ უნდა ეკუთვნოდეს ციხეა, ასეა ისრაელშიც
imageმას შემდეგ რაც კაცობრიობის არსებობაზე ჩანაწერები გამოჩნდა, გამოჩნდა სამართლებრივი კანონების საჭიროებაც. ადამიანებმა ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილების დროს დაიწყეს კრიმინალუქი ქმედებები, რაც ერთმანეთის მიმართ ძალადობაში ან ისედაც მწირი ნივთების წართმევაში გამოიხატებოდა.



სადღეისოდ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში კრიმინალური ქმედება დასჯადია, განვითარებულ ქვეყნებში ციხეების მდგომარეობა მაღალი კლასის სასტუმროებს მოგაგონებთ, სწორედ ასეთ ციხეში იმყოფება ნორვეგიის ერთერთ ციხეში ტერორისტი ბრეივიკი, რომელმაც ათეულობით ახალგაზრდა დახოცა, მათ შორის ქართველი გოგონა.



აი ასეთ საკანში ცხოვრობს ულტრანაციონალისტი ტერორისტი და ნორვეგიის ხელისუფლებას საჩივარს საჩივარზე უგზავნის ცუდ პირობებში მამყოფებთო.
image თუმცა ეს ასე არაა ყველა მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში, თუნდაც ისრაელში ციხე სულაც არაა ისეთი კომფორტული და ადაპტირებული, როგორიც ისრაელის განვითარების ქვეყანას შეეფერება.



ერთერთი ასეთი ციხე ისრაელში გახლავთ "ნევე ტირცა", რომელიც ქალაქ რამლაში მდებარეობს, ციხეში სასჯელს იხდის 200 ქალი-პატიმარი 17 წლიდან 70 წლის ჩათვლით.




პატიმრების უმეტესობა ეკუთვნის უუფლებო ნაციონალურ უმცირესობებს-მათი უმეტესობა რუსეთში, ეთიოპიაში და სამხრეთ ამერიკაშია დაბადებული. ციხე საბჭოთა ციხეს უფრო მოგაგონებთ ვიდრე თანამედროვე ისრაელის სასჯელაღსრულეის სისტემის ნაწილს.



ფოტოგრაფი ტომერ იფრახი ისრაელის სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ შევიდა აღნიშნულ ციხეში და შექმნა ფოტოპროექტი რომელსაც ახლა კოლაჟის სახით გთავაზობთ. კადრში აშკარად ჩანს ციხის საკნების მდგომარეობა და პატიმრების მდგომარეობაც.
image imageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
268
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
268