სხვა ყველაზე საშიში ხელნაწერი მსოფლიოში ჯერ კიდევ სასიკვდილო საფრთხის შემცველია 2021, 15 ოქტომბერი, 11:14 ![]() ხელნაწერი განთვსებულია სპეციალურ სამკითხველოში, რომლის კედლები ტყვიის ფირფიტებითაა დაცული, ხოლო მკითხველი ოთახში შედის სპეციალური დამცავი ნიღბით და კომბინეზონით. საქმე კი შემდეგშია-ეს ხელნაწერი ეკუთვნის ორგზის ნობელიანტს მარია კიურის, რომელმაც მეუღლესთან პიერ კიურთან ერთად აღმოაჩინა რადიოაქტიური ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი, შეიმუშავა რადიოაქტიური იზოტოპების გამოყოფის მეთოდი. ![]() კიურიმ და მისმა ქმარმა მუშაობის პროცესში გვიან აღმოაჩინეს რადიოაქტიური ელემენტების საფრთხის დონე, მანამდე კი წყვილი დაუცველად მუშაობდა რადიოაქტიურ ელემენტებზე მიმდინარე ექსპერიმენტებში, ჯიბით გადაჰქონდათ რადიოაქტიური ელემენტები, რამაც საბოლოოდ იჩინა კიდეც თავისი კვალი. მარია კიური გარდაიცვალა 1934 წელს აპლასტიკური ანემიით, რომელიც სისხლის სისტემის დაავადება გახლავთ და ის გამოიწვია რადიაციამ. კიურთან ერთად მომუშავე მეცნიერების დიდი ნაწილი რომლებიც კიურთან ერთად მუშაობდნენ ასევე სისხლის დაავადებების სხვადასხვა ფორმებით დაიღუპნენ, ყველაფრის მიზეზი კი რადიაცია გახლდათ. ლაბორატორიებში მუშაობისას მეცნიერმა მიიღოდასხივების უზარმაზარი დოზა და გახდა რადიოაქტიური. როცა მარია კიური გარდაიცვალა, ის დაკრძალეს ტყვიის სასახლით, მოგეხსენებათ ტყვია არ ატარებს რადიაციულ გამოსხივებას. კიურის თითოეული ნივთი და ხელნაწერები კი გადასცეს საფრანგეთის ეროვნულ მუზეუმს, რომელიც პარიზში მდებარეობს, ნივთები ინახება სპეციალურ ტყვიის კოლოფებში, რადგან ჯერ კიდევ რადიაოაქტიურია. ![]() ![]() დამცველი კოსტუმით მყოფი ადამიანისათვის დასხივების დოზა მცირეა და საფრთხის შემცველი არაა. მეცნიერების გათვლით ხელნაწერები რადიოაქტიურობას დაკარგავს 1600 წლის შემდეგ.
395 5-ს მოსწონს |