x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გამჟღავნდა "მშვილდოსნის" ვინაობა, რომელმაც 5 კაცი მოკლა
imageგამჟღავნდა "მშვილდოსნის" ვინაობა, რომელმაც ხუთი ადამიანი მოკლა ნორვეგიის კონგსბერგში. იგი 37 წლის ესპენ ანდერსენ ბრატენია (Espen Andersen Brathen). ბრალდებულის ვინაობა Sky News– მა გაავრცელა.


ტელეარხის ცნობით, დაკავებული დანიის მოქალაქეა. პოლიციამ ასევე აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი ადრე ნასამართლევი იყო ყაჩაღობისა და ნარკოტიკების შენახვისთვის. გარდა ამისა, მას გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი და ეკრძალებოდა ორ ნათესავთან მიახლოება მკვლელობის მუქარის გამო.


დღესვე ცნობილი გახდა, რომ "მშვილდოსანმა" ცოტა ხნის წინ მიიღო ისლამი. ნორვეგიის პოლიციის უფროსმა ოლე სავერუდმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი იცავდა რადიკალურ მუსულმანურ შეხედულებებს, მაგრამ ისლამი მიიღო მხოლოდ 2020 წელს.

image


შეაგახსენებთ, კონგსბერგში თავდასხმა მოხდა ოთხშაბათს, 13 ოქტომბერს საღამოს საათებში, როდესაც ქუჩა ხალხით იყო გადაჭედილი. მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა ბრატენმა 5 ადამიანი მოკლა, 2 კი დაჭრა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის დაკავება მოახერხეს. დაჭრილებს შორის არის პოლიციელი. დაკავებულმა აღიარა დანაშაული და დათანხმდა გამოძიებასთან თანამშრომლობას. მკვლელობების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

1
398
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
398
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1