x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ლალი რომ დავინახე... დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდი"- რას წერს გიორგი ფხაკაძე

image


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სატელევიზიო ეთერში, მისი ჩართვის დროს მომხდარ კურიოზს ეხმიანება. როგორც პროფესორი სოციალურ ქსელში წერს, უკანა ფონზე მწვადებით ხელში მოსიარულე მოროშკინას დანახვისას სიცილისგან თავი ძლივს შეიკავა.


"ლალი ეკრანზე რომ დავინახე უკან მწვადებით დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდი, ვიკავებდი თავს რომ არ გამეცინა … 5 წამში ისევ გავაგრძელე პირდაპირი ეთერი…", - წერს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, გიორგი ფხაკაძე და მამა პეტრე კოლხი სიღნაღში, ლალი მოროშკინას სტუმრობდნენ, საიდანაც "რუსთავი 2" - მა პირდაპირი ჩართვა განახორციელა. მთელი ჩართვის განმავლობაში კი მაყურებელმა უკანა ფონზე მწვადებით სავსე თეფშით მოსეირნე ლალი მოროშკინა არაერთხელ იხილა.


"მეგობრების რესტორანში წავედით, სადაც მე ვეხმარებოდი სუფრის გაწყობაში. გიორგი არ მოასვენეს ჟურნალისტებმა. იმდენი ხანი აყენებდა კადრს "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩასართავად, ვიფიქრე, ისევ ემზადებოდა და ჩავიქროლე ცხელ-ცხელი მწვადით…რაც მთავარია, როდესაც დავაფიქსირე, რომ კადრში ვარ, დავიბენი და ახლა უკან ჩამოვიქროლე. თან ვიცოდი, რომ გიორგი მთელი დღის შიერი იყო და მწვადი უცივდებოდა. ეტყობა ჩემმა ქვეცნობიერმა ასე "უჯიკა" დროზე დაესრულებინა ეთერი", - განაცხადა მოროშკინამ.


image








0
933
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
933