x
image
ქეთი1988
Mediator image
,,ფოტოშოპი 1909 წელს" - ხერხები, რომლითაც წარსულში პროფესიონალები ფოტოსურათებს ცვლიდნენ

image

თანამედროვე მსოფლიოში ფოტოების ფოტოშოპით დამუშავება ჩვევად იქცა, ყველა ჩვენგანს ასე თუ ისე დაუმუშავებია საკკუთარი ფოტოები, იქნება ეს ზედმეტის ჩამოჭრა თუ ფილტრის შეცვლა. რა თქმა უნდა სასაცილოა, როცა რედაქტირება ფოტოებს ძალიან ეტყობათ, მაგრამ ცუდი იმასი არაფერია, თუკი სურათებს ოდნავ მაინც დავამუშავებთ.

როგორც აღმოჩნდა, ფოტოების დამუშავებით 112 წლის სინაც იყვნენ დაკავებულნი და კარგადაც გამოსდიოდათ. წიგნიც კი არსებობს Complete self-instructing library of practical photography», სადაც დეტალურადაა აღწერილი ის ხერხები, რომლებსაც პროფესიონალები მიმართავდნრენ ფოტოების დამუშავების დროს.

1. 150 წლის წინანდელი ფოტოსურათი დამუშავების შემდეგimage
გავრცელებული ინფორმაციით, წიგნი პირველად გამოქვეყნდა 1868 წელს და მისი მიზანი იყო ფოტოგრაფების მომზადება გადაღებისთვის, რეტუშირებისთვის, არასრულყოფილების მოსაშორებლად და მხატვრული ეფექტების დასამატებლად. წიგნის დასკანერებული ასლი გამოქვეყნდა 1909 წელს.

2. თავდაპირველად ფოტოგრაფები მხოლოდ ამას აძლევდნენ კლიენტებს, მოგვიანებით კი მათი დამუშავება ისწავლესimage

3. "სველი კოლოდიონის პროცესის" გამოყენებით ფოტოსურათები უფრო “რბილი" ხდებოდაimage

4. მაგრამ როდესაც "სველი" პროცესი ჩაანაცვლა "მშრალმა", ფოტოსურათები უფრო მკვეთრიგახდა, რაც კლიენტების გარეგნობაში დეფექტებს აჩენდა.image

ამის გამო ფოტოგრაფები იძულებულები იყვნენ თითოეული ფოტოსურათი ხელით დაემუშავებინათ, მხატვრები ფუნჯებს იყენებდნენ მათ მოსახატად და დეფექტების დასაფარად, მაგრამ ყველაფერ ამას დიდი დრო სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჯობდა ნეგატივის მაშინვე დამუშავება, ამიტომ ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობა დაიწყეს.


5. ფოტოგრაფები და მათი ასისტენტები ფანქარს იყენებდნენ ნეგატივების დასამუშავებლად. ფუნჯის დახმარებით აქრობდნენ ჭორფლს, ასწორებდნენ ცხვირს, ფონს, უცვლიდნენ სხეულს ფორმას. რთული მისახვედრი არაა, რომ ამგვარად ნეგატივს მხოლოდ შავ ფერებს უმატებდნენ და ამით ასწორებდნენ დეფექტებსაც.image

6. ნეგატივის რედაქტირებისთვის ასევე იყენებდნენ დანასაც. მისი საშუალებით ამატებდნენ თმას, ასწორებდნენ სახის ფორმას და ფიგურას.image

7. ჭორფლის გაქრობა სახიდანimage

8. რედაქტირება დანით. შუა ფოტოზე კარგად ჩანს რა ნაწილიცაა მოჭრილიimageimage

9. რა თქმა უნდა მხოლოდ ფანქარი და დანა არ გამოიყენებოდა. გამოიყენებოდა მოლბერტი, გამადიდებელი შუშა, ლაქების მოსაშორებელი ფუნჯი, რატუშირების სითხე, ნეგატივის ლაქი და გრავირების პასტა.imageimage

10. წიგნში წერია: “ დანის და ფანქრის გამოყენებით თქვენ ხატავთ და ასწორებთ, ამ ინსტრუმენტების წყალობით კი ნეგატივზე ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეგიძლიათ"image

11. სწორედ ამ ინსტრუმენტების საშუალებით მოაშორეს ამ ქალს ღაბაბიimage

12. მათი საშუალებით ნებისმიერი რამის ამოჭრა შეიძლებოდა სურათიდანimage

13. შეიძლებოდა თვალების “შესწორებაც"image

14. ახატავდნენ თვალებსაცimage

15. შესაძლებელი იყო ტანსაცმლის დამატებაცimage

16. კლიენტებს ქანდაკებებადაც კი აქცევდნენimage









0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0