x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გეოფაგები-ადამიანები, რომლებიც იკვებებიან მიწით, ქათმის სკინტლით, ქვიშით, ცარცით..

image


გეოფაგია (ავადმყოფური ლტოლვა მიწის ჭამისადმი) ფართოდ გავრცელებულია არა მხოლოდ ცხოველებში, არამედ ადამიანებშიც. კვლევა ჩატარდა მაგადასკარში, სადაც ქალებიც და მამაკაცებიც მიდრეკილი არიან გეოფაგიისადმი. მამაკაცები მიირთმევდნენ ისეთ რაღაცებს, რაც კვებისათვის შეუფერებლად მიგვაჩნია, არანაკლებად, ვიდრე ორსულები და მოზარდები. ზევით ფოტოზე გამოსახულია მიწის, მარილისა და მცენარეული ცხიმისაგან დამზადებულ ფირფიტებს, ბრტყელ (მიწის) პურებს, რომელიც გადაღებულია არა მადაგასკარზე, არამედ ჰაიტიში, პორტო-ო-პრენსში.

მეცნიერებმა კვლევის პროცესში გამოკითხეს 760 ადამიანი მადაგასკარის მაკირას მიდამოს 16 სოფლიდან. ქალებმა და კაცებმა აღიარეს, რომ სხვადასვა დროს უჭამიათ 13 ნივთიერება, რომელიც, როგორც წესი, საკვები არაა, მათ შორის, ქვიშა, ნიადაგი, ქათმის სასუქი (სკინტლი, სკორე), ცარცი, უმი ბრინჯი, ნედლი მანიოკის (მანიჰოტის) ფესვი, ნახშირი, მარილი და ნაცარი.

გეოფაგია უცხო არ იყო გამოკითხულთა 53 %-სთვის. მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 63 % იყო. ორსულობისას ქალების თითქმის 1 % მიირთმევდა ყველა სახის უცნაურობას. გამოკითხულები გეოფაგიას ხსნიან სამედიცინო მიზნებით, მათ სჯერათ, რომ ეს ხელს უწყობს მონელებას. ზოგადად სწამთ, რომ გეოფაგია აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

საინტერესოა, რომ გეოფაგია არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების სოფლის მოსახლეობის მახასიათებელია, მაგალითად, ცარცს ყველგან ჭამენ.

მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რა კლასიფიკაცია მისცენ გეოფაგიას, კვებით დარღვევას არ ჰგავს და ამ პრაქტიკის მავნეობა ჯერჯერობით დადასტურებული არაა.

1
250
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
250
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1