x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროში „მწვანე გრანტები“ ცხადდება - „სოფლის განვითარების პროგრამა" იწყება
image



„პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:

.

მარტივი მზის გამათბობელი და მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას (sSWH/sSAH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1, 000 ლარამდე (გრანტი 90%-მდე), ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10%-ით;


.

ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3, 000 ლარამდე (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-ით;

.

შენობის თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8, 000 ლარამდე (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 30%-ით; შენობის სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12, 000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების არანაკლებ 40%-ით“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

.

სოფლის განვითარების პროგრამის ახალ საგრანტო კომპონენტში განაცხადები ელექტონული ფორმით, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.rda.gov.ge მიმდინარე წლის 8 ოქტომბერიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.

.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0