x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
7 ნიშანი, რომ შაქარს ჭარბი რაოდენობით მოიხმართ
საკვების ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის გამომუშავება, თუმცა ადამიანები ზოგჯერ მას იყენებენ კვებით სიამოვნების მისაღებად.


საკვები შეიცავს ისეთ ნივთიერებებებს, როგორიცაა ნახშირწყლები, ცხიმი, ცილები, ვიტამინები და მინერალები, რომელიც ზომიერი დოზით სასარგებლოა ორგანიზმისათვის. მაგრამ გადამეტებით საკვების მიღებას შეუძლია მავნებლობა. ასევე არსებობს პროდუქტები, რომლებიც დღის გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ უნდა მივირთვათ.



image



როგორც ამბობენ, შაქარი თეთრი სიკვდილია. ის მართლაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მავნე ნივთიერებად. როდესაც სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, ამან შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები, როგორიცაა - გულის დაავადება, თირკმლის უკმარისობა და ინსულტიც.




მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დიაბეტი, აუციელბლად უნდა აკონტროლოთ შაქრის დონე. მისი ჭარბი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში ორგანიზმი გვიგზავნის სიგნალს. არსებობს 7 სიგნალი, რომელიც ჭარბი შაქრის რაოდენობის დროს ორგანიზმი გვიგზავნის. დღევანდელ სტატიაში კი სწორედ ამ 7 სიგნალზე მინდა გესაუბროთ.





7 ნიშანი, რომ შაქარს ჭარბი რაოდენობით მოიხმართ




1. მუდმივი შიმშილი. image
თუ თქვენ მიირთმევთ ბევრ ისეთ საკვებს, რომელიც შეიცავს შაქარს, სისხლში გლუკოზის დონე მკვეთრად გაიზრდება. ეს კი მიდის იმ შედეგამდე, რომ ვერ აღწევს უჯრედებში და ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო ენერგიას და ითხოვს საკვებს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ დიაბეტი, არამედ სიმსუქნეც.




2. ქრონიკული დაღლილობა. image
აქაც იგივე სიტუაციაა, როგორიც შიმშილის გრძნობისას. როდესაც სისხლში შაქრის დონე მაღალია, ორგანიზმი ვერ ახერხებს გლუკოზის სწორად შენახვას და გადამუშავებას. შედეგად, თქვენ გრძნობთ არა მხოლოდ შიმშილს, არამედ დაღლილობასაც.




3. ხშირი შარდვა. image
თირკმელებს არ შეუძლია ორგანიზმში არსებული სითხის სწორად გადამუშავება, როდესაც სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია. რის გამოც სისხლი ერევა უჯრედშიდა სითხეს და ხდება ხშირი შარდვა.




4. ინფექციური დაავადებები. image
შაქრის მაღალი დონე ქმნის ხელსაყრელ გარემოს საფუარის და ბაქტერიების განვითარებისთვის. ამ შემთხვევაში კი საშარდე გზების ინფექციები შეიძლება მოხდეს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. თუმცა, უფრო ხშირია ქალებში.




5. პირის სიმშრალე. image
პირის სიმშრალე ან გამუდმებული წყურვილის გრძნობა არის იმის ნიშანი, რომ თქვენ მოიხმართ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. აუცილებელია, რომ დაიცვათ წყლის ბალანსი, მაგრამ არა ტკბილი სითხეებით, მხოლოდ წყალი. თუმცა, გამონაკლისია გამაგრილებელი სასმელები ცხელ ზაფხულში, როდესაც ორგანიზმი "ენ" რაოდენობით ითხოვს სითხეს.




6. კანის სიმშრალე. image
კანის სიმშრალე ან ქავილი, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ დიდი რაოდენობით შაქარს მოიხმართ. სხვათაშორის, ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად თუ დაგეწყოთ კანის აქერცვლა, დროა, რომ ტესტი ჩაიტაროთ დიაბეტთან დაკავშირებული.




7. კონცენტრაციის პრობლემა. image
როგორც უკვე ვთქვით, სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის გამო ვეღარ ხერხდება უჯრედებში გლუკოზის მიწოდება და ეს ეხება თავის ტვინის უჯრედებსაც. ამიტომ, ადამიანს ეწყება კონცენტრაციის პრობლემა და აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები.




0
500
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0