x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"სააკაშვილის მოყვარულ და მხარდამჭერებს, აღშფოთებულ-გაოცებულებს ერთს გისურვებთ მხოლოდ ღმერთმა განგსაჯოთ!" - ლევან ნიკოლეიშვილი
image

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.


“საქართველოს პოლიტიკური სპექტრი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლები 20 ქალაქში, მათ შორის თბილისშიც გაიმართება.


„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველგან დამაჯერებლად მოიგებს, „ნაციონალური მოძრაობაც“ და მათი მხარდამჭერი და სატელიტი ოპოზიციური პარტიებიც იგივეს ამბობენ- ოღონდ ისევ გაყალბდას და ისევ აქციების ფონზე. ამას სააკაშვილის ფაქტორიც დაემატა, რომლის საპატიმროში ყოფნის გამოყენებას სხვადასხვანაირად ცდილობენ.



ნაცებისთვის, მათი სატელიტებისთვისა და ოპო-პროპაგანდ-ტელევიზიებისთვის ის ერთგვარი მაშველი რგოლია, სააკაშვილი მათთვის სწორედ ციხეშია კარგი, შეგიძლია იყვირო, რომ ის პოლიტიკური პატიმარია (თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა არ გისმენს და გიჯერებს, ის კი არა და ლომჯარიამაც თავი შეიკავა ასეთი განცხადებისგან), შეგიძლია აქცენტი გააკეთო მის შიმშილობაზე და შესაძლო ფატალურ შედეგზე (არც არ იკლავს თავს მანდამაინც ვინმე, თუ ადვოკატებსა და რამდენიმე აქტივისტს არ ჩავთვლით-დასავლეთი აქაც დუმს!), მოაწყო ტელე-შოუები-სადაც აღშფოთებულ-შეშფოთებული „ცნობადი“ სახეები გაოცებულ-გაბრაზებულ-შეძრწუნებულები იმსჯელებენ-„პრეზიდენტი ციხეში?!“



და პეტიცია! – პეტიცია არ დაგვავიწყდეს, თავის ხელმომწერებ-მხარდამჭერებით: ზოგი მწერალია, ზოგიც მსახიობი, ზოგი მხატვარი, ზოგიც მღვდელი და ზოგიც მღვდელმთავარი. რეალურად, თითქოს არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება! უყვარს ამ ხალხს მიხეილ სააკაშვილი და რა ქნან? რეალურად ღიად აფიქსირებენ მხარდაჭერას, სხვდასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, და ეს მთლად ცუდია არაა- მათი ლუსტრაცია მოხდა, დიახ, დიახ, ლუსტრაცია, თუ ამას ადრე მალავდნენ ან რატომღაც ერიდებოდათ, ახლა ღიად აფიქსირებენ. რას იზამ ასეთია ეს ქვეყანა და ასეთი ჭრელი გემოვნება აქვთ ! ოღონდ, აქ მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს ხალხი ამართლებს ყველა იმ დანაშაულს, რაც მაშინდელ ხელისუფლებასა და სააკაშვილს აქვთ ჩადენილი, არაფრათ მიაჩნიათ არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, და არც ის ოჯახები, არც ნაწამები და არც გარდაცვლილი ადამიანები-და ამით ისინი სააკაშვილს არამარტო ამართლებენ, არამედ ყველა იმ ბოროტების თანამონაწილეებიც ხდებიან, ზოგიც ირიბად და ზოგიც პირდაპირ. ხელისუფლება, კი კანონის აღსრულებისკენაა, და როგორც ჩანს წინ ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგება, საერთაშორისო თანამეგობრობა აშკარად სწორ პოზიციაზეა, რაც შეეხება საკაშვილის მოყვარულ და მხარდამჭერებს, აღშფოთებულ-გაოცებულებს ერთს გისურვებთ მხოლოდ ღმერთმა განგსაჯოთ !”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

1
351
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
351
  
2021, 14 ოქტომბერი, 11:08
საააშვილის გაპრეზიდენტებამდე ეს ლევან ნიკოლეიშვილი ქერის ორმოში ბანაობდა. სულაც არ ანაღვლებდა მართლა უდანაშაულო ხალხი როგორ შავ დღეში იმყოფებოდა: ქურდები, ყაჩარები, პოლიცია, მთავრობა და ვირთხა ადამიანები უმოწყალოდ ძარცავდნენ, ხოცავდნენ და ავიწოებდნენ პატიოსან დამიანებს, რომლებიც იმდენად დაუცველები იყვნენ, რომ ღამით გარეთაც კი ვერ ბედავდნენ გამოსვლას! სამაგიეროდ ლევან ნიკოლეიშვილი იყო ბედნიერი: ქურდებთან და ყაჩაღებთან იყო შეკრული და მშვენივრად გრძნობდა თავს. ვირთხა ადამიანები კაპიკებში ისაკუთრებდნენ ხალხის ქონებას და იყვნენ გახარებულები. სააკაშვილმა უმოკლეს დროში შეძლო ამ საშინელი მდგომარეობის გამოსწორება. ყველა ვითხა თავზე ხელის გადასმით არ გამოსწორდება, ზოგიერთ მათგანს ყურებში უნდა წაავლო ხელი. ასე იქცეოდა სააკაშვილის მთავრობაც და მივიღეთ ბრწყინვალე შედეგი. საშინელ ქაოსში და უსამართლობაში წესრიგის დამყარება მკაცრი ზომების გატარების გარეშე ღმერთმაც კი ვერ შეძლო: გაიხსენეთ როგორ მოავლინა წარღვნა ნოვეს ეპოქაში და როგორ გაანადგურა ღმერთმა სოდომი და გოდომი რათა აღეკვეთა ის უზნეობა რაც მაშინ ხდებოდა. ასე რომ ვინც არ ამართლებს სააკაშვილის მიერ გატარებულ მკაცრ ზომებს ის ან თვითონ სარგებლბდა იმ არეულობითა და უწერიგობით, რაც სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე მეფობდა და იპარავდა ხალხის ქონებას ან ივანიშვილის მიერ მოსყიდული აგენტია.
0 1 1