x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"იცის რომ მალე თანამდებობიდან მიდის, თუ ჯერ არ ეუბნებიან?"- ვისზე საურობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საგანგებო ფეისბუქსტატუსით ეხმაურება და ერთ რიტორიკულ კითხვას სვამს:


"ღარიბაშვილმა იცის რომ მალე თანამდებობიდან მიდის, თუ ჯერ არ ეუბნებიან?"- ვკითხულობთ ჟურნალისტის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილის გადაყენებასთან და "ქართულ ოცნებაში" მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ჯერ კიდევ ერთ კვირის წინ საუბრობდა. მან ამასთან დაკავშირებით პოსტიც კი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"დიდი საკადრო ცვლილებებია ოცნებაში - ირაკლი ღარიბაშვილს გაუწყრა ის ბრძენი კაცი, ვინ გეკითხებოდა სტატუსი რომ დაწერეო (საერთაშორისო აგრესია წამოვიდა), კობახიძე რეგიონების მარცხზე ბრაზობს, ცალკე კალაძეა აჯაგრული. ახლა მხოლოდ იმაზე ბჭობენ - პრემიერი არჩევნებამდე გაუშვან, თუ არჩევნების მერე"- წერდა ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


"მთავარი არხის" ინფორმაციით კი, პრემიერ ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის დღეები დათვლილია და მას პოსტს უახლოეს მომავალში დაატოვებინებენ.





0
1269
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1269