x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტესტი:რამდენად კარგად გახსოვთ სესილია თაყაიშვილის შემოქმედება?

image

115 წლის წინ 1906 წლის 13 ოქტომბერს(ძვ.სტილით 30 სექტემბერს ან სხვა ვერსიით17( 30 )სექტემბერს) დიმიტრი თაყაიშვილის და მარიამ ბერეჟიანის ოჯახში დაიბადა ლეგენდარული მსახიობი მე-20 საუკუნის "ბებიის" ეტალონი ქართულ კინოხელოვნებაში სესილია თაყაიშვილი.



სესილიას თურმე პირველი როლი ჯერ კიდევ 7 წლისას უთამაშია. შალვა დადიანის "მოგზაური დასის" ერთ-ერთმა მსახიობმა ელო ანდრონიკაშვილმა იგი საშინაო წარმოდგენაში; "ყვავილთა შორის" ათამაშა. სესილიამ სპექტაკლში ყვავილისა და ანგელოზის როლები განასახიერა. ასე დაიწყო მისი თეატრალური ცხოვრება.

image



1915 წელს სესილია ჯერ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო შემდეგ ქალთა პირველ გიმნაზიაში განაგარძო სწავლა . შემდეგ კი თბილისის აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში. აქვე გაიცნო მსახიობმა მომავალი მეუღლე და წყვილს მალევე შეეძინა ვაჟი.

image

აკაკი ფაღავას სტუდიის დამთავრებისთანავე სესილია რუსთაველის თეატრის დასის წევრი გახდა. მისი პირველი როლი ამ თეატრში ჯადოქარი ფატიმა იყო (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა „მზეთამზე“). 1930 წელს სესილიამ რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადაინაცვლა. ის ქმნიდა ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის რთულ პერსონაჟებს. სესილია თაყაიშვილმა თეატრში 120-მდე როლი განასახიერა. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინომატოგრაფიაშიც, სადაც 1945 წლიდან მოღვაწეობდა და 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა.

image

1945 წელს - საქართველოს, ხოლო 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 1982 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 1983 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიიღო.

image

სესილია თაყაიშვილი 1984 წლის 21 მაისს გარდაიცვალა 77 წლის ასაკში. მისი ოჯახის წევრებმა დაკრძალვამდე მსახიობის ანდერძი იპოვნეს დედის ფოტოსთან: “ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება... რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".


image

ქვემოთ მოცემულ ქვიზში "რამდენად კარგად გახსოვთ სესილია თაყაიშვილის შემოქმედება" 10 კითხვაა და ძირითადად 3/4 სავარაუდო პასუხი, გაერთეთ, შეამოწმეთ თქვენი მახსოვრობა და გაუზიარეთ მეგობრებს.





imageსხვა ქვიზები იხილეთ აქ

0
1745
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1745
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0