x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აქ ძალიან ცივა ანუ "მიცვალებული ადგა", პოლონელმა მამაკაცმა რომელიც მკვდარი ეგონათ პროზექტურის მაცივარში გაიღვიძა

image
საოცარი შემთხვევა მოხდა პოლონეთის ქალაქ სემიანოვიცე-სლონსკეში, მოქალაქეებმა ქუჩაში უგონოდ მყოფი მამაკაცის დანახვაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს მის დასახმარებლად, სწრაფად მოსული სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა მამაკაცზე განაცხადა გარდაცვლილიაო და ის ქალაქის პროზექტურაში გადაასვენეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუჩაში გარდაცვლილი მამაკაცის აღმოჩენაზე პოლიციას გადასცა ინფორმაცია, პოლიციამ მოკვლევა დაიწყო თუ ვინ იყო გარაცვლილი (მას თან საბუთები არ აღმოაჩნდა) და აღმოჩნდა რომ აღნიშნული მამაკაცი ქალაქში ცნობილი მოქეიფე კაცი იყო, რომელიც სამუშაო დღეების ბოლოს გამომუშავებულ ფულს ლოთობაში ხარჯავდა.
იმ დღესაც დალევის მერე თანამეინახეები სუფრასთან დატოვა და თავად ქუჩაში გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც გონება დაკარგა და ასეთ მდგომარეობაში იპოვეს მოქალაქეებმა.
საინტერესო გაგრძელება მოჰყვა ამ ისტორიას, დაღამებისას პროზეტურის დარაჯს პროზესტურის სამაცივრო განყოფილებიდან ხმაური შემოესმა და იქ შევიდა მიზეზის გასაგებად, მაცივრის ერთერთი კარის მიღმა საუბარი ისმოდა, გამოაღო კარი და დაინახა შიშველი მამაკაცი რომელიც ამბობდა: "აქ ძალიან ცივა გავიყინე და იქნებ ვინმემ საბანი მომაწოდოს"!
დარაჯმა დაუყოვნებლივ გამოიყვანა "გარდაცვლილი" მაცივრიდან, ტანისამოცი ჩააცვა და თბილ ოთახში გადაიყვანა, თან სასწრაფო დახმარების ბრიგადას და პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცის კლინიკაში გადაყვანა დააპირა, თუმცა მამაკაცმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მათ და განაცხადა: "მე ახლა კლინიკა კი არა გასათბობად ცოტა ალკოჰოლური სასმელი მჭირდებაო" და მისი სახლისკენ მიმავალ ავტობუსში ჩაჯდა, თან სამედიცინო ბრიგადას დაუბარა: "აქ ვინც მომიყვანა იმ ექიმს ძალიან ნუ დასჯით, შეცდომა ვის არ მოსვლიაო"!

0
260
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
260