x
მეტი
  • 16.10.2021
  • სტატია:115017
  • ვიდეო:354118
  • სურათი:488862
"იმასაც გავიგებ ჩააწყვეს თუ არა და შემდეგ "ქვას ქვაზე არ დავტოვებ!"- რას წერს გიორგი გასვიანი

image


მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, სოციალურ ქსელში ბათუმში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას ეხმაურება და იმ უსიამოვნო შემთხვევას იხსენებს, რომელიც მას თავს პირადად გადახდა.


"ბედი, ბედიო... არავითარი ბედი.. არაფერი არსად არ არის დაწერილი... ბედს ქმნის ადამიანი... როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიის დატრიალება ხდება კონკრეტული ადამიანების თავხედობის და უსინდისობის გამო... როცა ისინი უქმნიან ბედს ირგვლივ ყველას, დიდს, პატარას...


რა განსხვავებაა რომელიმე ტერორისტს, მანიაკს, ან იმ ადამიანს შორის, ვინც შენობას ძირს გამოუთხრის და ადამიანებს ჩამოკიდებს სიკვდილის ტოტზე? ერთ-ერთი ასეთი კედლების დათლეხების მომსწრე გავხდი... ავტეხე ერთი ამბავი... ზედამხედველობაც გამოვიძახეთ, მუქარებიც მივიღე, მაგრამ მაინც არ ეშველა საქმეს!


დღემდე პასუხი არავინ გაგვცა დათხელებულია თუ არა ძეგლთა დაცვაში შესული შენობის მზიდი კედლები? მოვიძიებ ამ დღეებში ამბავს! იმასაც გავიგებ ჩააწყვეს თუ არა და შემდეგ "ქვას ქვაზე არ დავტოვებ!", - წერს გიორგი გასვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის N13-ში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 11:30 საათზე ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია. კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პირველი სართულის მეპატრონე და ორი მუშა, რომლებიც მას სარემონტო სამუშაოებისთვის ჰყავდა დაქირავებული სამივე წინასწარ პატიმრობაშია. მათ სამუშაოების არასწორ და უნებართვო წარმოებას ედავებიან.







0
1030
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1030