x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"დაგვცინით?! გავიდა ცხოვრება... ისედაც ტ...ში ვართ!" - ვის მიმართავს ეკა ჩხეიძე

image


მსახიობი ეკა ჩხეიძე ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჯანდაცვის სფეროს მესვეურებს ქვეყანაში მოსალოდნელი შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად საკუთარ ხედვას სთავაზობს:


"რისთვის აიცრა ჩემი 19 წლის შვილი, თუ ისევ ონლაინ ლექციებზე იჯდებოდა? მთელმა ევროპამ მოახერხა დარეგულირება - გახსნეს უნივერსიტეტებიც, თეატრებიც და კაფეებიც, ოღონდ, აცრილებისთვის!


იყოს ნებაყოფლობითი - ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ოღონდ იჯდეს სახლში! ვისაც სწავლა და საქმის კეთება უნდა, ვის ან რატომ უნდა ელოდოს? ან იქნებ გაწყობთ უსწავლელი თაობა?! რა 4000 დღეში და თავიდან ჩაკეტვები??? დაგვცინით???! კოვიდ პასპორტის გარეშე რომ აეკრძალოს ყველას ხალხმრავალ ადგილებში შესვლა, მოიმატებს ვაქცინაციაც.... ვისაც არ ენდომება, ღმერთმა კარგად ამყოფოს.... გავიდა ცხოვრება... ისედაც ტ...ში ვართ! ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ეკა ჩხეიძე სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა.


როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა ქვეყანაში არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება.


"არაფერი შეზღუდვა [არ იგეგმება]. ახლა ჩვენთვის მთავარია ამ მერყეობის აქტიური მართვა. ამას მე-5 ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ მე-4 ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ ისევ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და რაც მთავარია, მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.






0
484
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
484