x
მეტი
  • 07.12.2021
  • სტატია:115446
  • ვიდეო:352850
  • სურათი:489368
დადიანების კარის მკერავი, სალომე ხურცილავა-ქალი, რომელიც სამეგრელოს მთავრის კარზე იზრდებოდა

image



ალბათ, დადიანების ხსენებაზე ნებისმიერ ქართველს სიამაყით აევსება გული, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე კოლხეთი, ოდიში, საბედიანო, სამეგრელო ყოველთვის იდგა ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე. დასტურად მე-13 საუკუნის მოღვაწის, დიდგვაროვანი ფეოდალის, ცოტნე დადიანის თავდადებაც საკმარისია. მოგვიანებით, 1557 წელს, დადიანთა ფეოდალური შტოს წარმომადგენელი, ლევან I დადიანი თავს დამოუკიდებელ მთავრად აცხადებს და ამ დროიდან მოყოლებული "დადიანი" ხდება ოდიშის მთავრის ტიტულის აღმნიშვნელი. იწყება დადიანთა, უკვე სამეგრელოს დამოუკიდებელ მმართველთა, მთავართა ცხოვრების ისტორია.

დადიანების კარზე სხვადასხვა დროს არაერთ ადამიანს უმსახურია, რაც, რა თქმა უნდა, დიდი პატივი იყო. მათ შორისაა სა ლ ომ ე ხუ რ ც ი ლ ა ვ ა, რომელიც ბავშვობიდანვე იზრდებოდა სალხინოს დადიანების სასახლეში (მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი სალხინო) და მოგვიანებით სამეგრელოს მთავრების კარის მკერავიც კი გამხდარა.

სალომე ადგილობრივი გლეხის, ცაკვა ხურცილავას ასული იყო. ცაკვა ხურცილავა ცნობილი მეთევზე ყოფილა. არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ მისთვის სამეგრელოს მთავარს მიწებიც კი უჩუქებია. კერძოდ, ცაკვა ხურცილავას დადიანთან ნიძლავი დაუდია, რომ მდინარე წაჩხურუზე (//წაჩხურა) კალმახს დაიჭერდა. მოგეხსენებათ, რომ სალხინოს დადიანების სასახლე სამეგრელოს მთავრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საცხოვრებელი ადგილი იყო (ზუგდიდისა და გორდის რეზიდენციებთან ერთად), რომელიც განლაგებულია მდინარე წაჩხურუს ნაპირას. შესაბამისად, ეს ტერიტორია დადიანების კუთვნილება იყო და მდინარესაც მათი კაცი იცავდა. მიუხედავად ამისა, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერ ცაკვა ხურცილავას მოუხერხებია დათქმული პირობის შესრულება: მას დადიანთა გუშაგისათვის თოფზე ხელი აუკრავს და იარაღი წყალში ჩაუგდია. ამის მერე ძალიან მარტივად, უსაფრთხოდ, მშვიდად დაუჭერია კალმახი და დადიანისათვის მიურთმევია. ასეთი სიმამაცისათვის დადიანს დაახლოებით 3-5 ჰექტარი მიწა უჩუქებია.

ცაკვა ხურცილავას ჰყავდა 5 შვილი: სალომე, მარო, ისააკი, ედუ და თამარი. მათგან ორი, სალომე და მარო იზრდებოდა დადიანთა კარზე, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში (ალბათ, უფრო ბოლო ათწლეულებში - თარიღი დასაზუსტებელია). სალომე ხურცილავა მოწმე, დამსწრე უნდა გამხდარიყო მნიშვნელოვანი ამბისა 1897 წელს: სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში ბოლო დიდი ზეიმი - ლუსიენ მიურატისა (სალომე დადიანისა და აშილ მიურატის ვაჟი) და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერა გაიმართა. სალომე ხურცილავა იყო დადიანების კარის მკერავი, ხოლო მისი და, მარო - მზარეული.

სალომე ხურცილავა ერთ-ერთ მეზობელ სოფელში, პირველ ნამიკოლაოში (თამაკონის თემის სოფელი) გათხოვილა. მისი მეუღლე კერამიკის ოსტატი, მეთუნე ყოფილა, ვინმე ნესტორ გვილავა. უნდა ვიფიქროთ, რომ ამის მერე მას აღარ აქვს კავშირი დადიანების სასახლესთან. როგორც ცნობილია, იგი აგრძელებდა მკერავად მუშაობას ქმრის სოფელში და უფრო მეტიც, შეგირდებიც უხვად ჰყოლია.

სალომე ხურცილავას, ერთ დროს დადიანების კარის ცნობილ მკერავს, ქმარი ქორწინებიდან მალე გარდაცვლია და მარტო ზრდიდა ერთადერთ შვილს, ჟორჟი გვილავას. სალომეს ვაჟი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დედას (სალომეს) ცნობები შვილის შესახებ 1942 წლიდან აღარ მიუღია, ჟორჟი გვილავა "უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა" გამოცხადებული. ამ ამბის მერე სალომე ხურცილავამ საკუთარი ძმისშვილი იშვილა.

სალომე ხურცილავა გარდაცვლილა 1949 წელს (ომის მონაწილე შვილისაგან ცნობების შეწყვეტიდან 7 წელიწადში). დაკრძალულია თამაკონის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის ეზოში, თუმცა მისი საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. ძმისშვილის, აპალონ ხურცილავას ოჯახში ინახება სალომეს ერთადერთი ფოტო, რომელიც, სიძველიდან გამომდინარე, რამდენადმე დაზიანებულია და ფერგახუნებულიც.



image


image





image



image



image



image



image



image



image



image



image


image


image


image

ეს სრული ფოტო




image



image


image



0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0