x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია..." – ოკეანეში დაკარგულების ისტორია

1998 წელს, ავსტრალიაში, ცოლ–ქმარმა ტომ და ეილინ ლონერგანებმა, სხვა დაივერებთან ერთან, მარჯნული რიფების შესასწავლად, სანაპიროდან 60 კმ–ს დაშორებით, ნავით გაცურეს. როდესაც ექსპედიცი დასრულდა, კაპიტანმა მყვინთავები გადათვალა და ბაზაზე დაბრუნდა. თუმცა, 48 საათის შემდეგ, ნავში მეუღლეების პასპორტები და ჩანთა აღმოაჩინეს და მიხვდნენ, რომ 2 ადამიანი ზღვაში დატოვეს.


image


მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოები, როგორც ოკეანეში, ისე ხმელეთზე, მაშინვე დაიწყეს, დაკარგულებს ვერ მიაგნეს. რამდენიმე თვის შემდეგ კი, მეთევზეებმა, ნაპირიდან 160 კმ–ის დაშორებით, დაივერების დაფა იპოვეს, რომელზეც ეწერა:

«26 იანვარი, ორშაბათი. ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია: ჩაყვინთვა კომპანია Outer Edge მიერ, 1998 წლის 25 იანვარს, 15:00 საათზე განხორციელდა. გთხოვთ, დაგვეხმარეთ! გადაგვარჩინეთ, ვიდრე დავიღუპებით! დაგვეხმარეთ!»


imageნაპოვნი დაივერის დაფა


გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზღვაში ქალის ჰიდროკოსტუმი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე ადგილზე გახეული იყო. მასზე მიწებებილი ნიჟარების მიხედვით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეილინმა ის, სავარაუდოდ, 26 იანვარს დაკარგა. მომდევნო დღეებში კი, მეუღლეების ჟანგბადის ბალონები და ყვინთვისთვის საჭირო ნიღბებიც იპოვეს...

კონკრეტულად რა დაემართათ ლონერგანებს უცნობია, მაგრამ დაუნდობელი ავსტრალიური სიცხე და ამ ადგილებში, ზვიგენების არსებობის ფაქტი, იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ისინი სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები...
ამ შემთხვევამ მთელი ავსტრალია შესძრა. კომპანია Outer Edge–მ ოპერირება შეწყვიტა. ხოლო, ნავის კაპიტანი ჯეფრი ნერნი დააკავეს და გაასამართლეს. თუმცა, უდანაშაულოდ სცნეს. დაკარგულების მშობლებიც დაეთანხმნენ იმას, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, რომელშიც ბრალი არავის მიუძღვოდა.

იქიდან მოყოლებული, დაივერების კონტროლი, თავების გადათვლით კი არა, სიის ამოკითხვით ხორციელდება, რომელსაც კაპიტანი კი არა, სპეციალურად დაქირავებული ადამიანი აკეთებს.
ხოლო, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, 2003 წელს მძაფრსიუჟეტიანი ფილმი – «ღია ზღვა» («Open Water») გადაიღეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


შეიძლება თუ არა, საყოველთაო ვაქცინაციით კორონავირუსის დამარცხება? – პასუხობს სინგაპური


ტესტები: «აირჩიე და მეტი გაიგე...»


მეორადებში და ბაზრობებზე აღმოჩენილი 15 უცნაური ნივთი


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ლოგიკური გამოცანა - პასუხი აქვს


რა არის უაზრობა და ოპტიმიზმი ორშაბათისთვის – პოზიტიური აზროვნების «გაკვეთილი» იუმორით


როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო)

0
401
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0