x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლოგიკური გამოცანა - პასუხი აქვს

პროფესორმა, იმის გამო, რომ გამოცდაზე მისული ერთ–ერთი სტუდენტი ლექციებს ხშირად აცდენდა, მისი "დასჯა" გადაწყვიტა და უთხრა:


image


— მოდით, მე თქვენ არასტანდარტულ გამოცდას მოგიწყობთ! საგამოცდო საკითხები საერთოდ დაივიწყეთ, მხოლოდ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ. თუ მიპასუხებთ – «ფრიადს» დაგიწერთ, ვერ მიპასუხებთ და – გადაბარებაზე მოხვალთ. აბა, რას იტყვით?

სტუდენტმა ცოტა იფიქრა და პირობაზე დათანხმდა...

ხოლო, პროფესორმა ხელები მოიფშვნიტა და კითხვების დასმა დაიწყო:
— ცაში თვითმფრინავი მიფრინავდა, მასში 100 აგური იყო. ერთი აგური გადმოვარდა – რამდენი დარჩა?
— 99 !
— მართალია. კითხვა მეორე: როგორ უნდა მოვათავსოთ სპილო მაცივარში, 3 მოქმედებით?
— ძალიან ადვილად. – გაიღიმა სტუდენტმა.

— გავაღოთ მაცივარი, შევსვათ შიგნით სპილო და დავკეტოთ მაცივარი.
— კარგი… – თქვა პროფესორმა და კითხვების დასმა გააგრძელა.

— როგორ უნდა მოვათავსოთ მაცივარში ირემი, 4 მოქმედებით?
— გავაღოთ მაცივარი, გამოვიყვანოთ იქიდან სპილო, მოვათავსოთ შიგნით ირემი და დავხუროთ მაცივარი.
— კარგი. ლომს – ცხოველების მეფეს, დაბადების დღე აქვს. ყველა ცხოველი აუცილებლად უნდა მისულიყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთი მაინც არ მივიდა. რომელი არ იყო დაბადების დღეზე?

— რა თქმა უნდა, ირემი! ის ხომ მაცივარში არის.
— მართალია. – თქვა პროფესორმა, თან თავისთვის გაიფიქრა: «ეტყობა მომიწევს მისთვის მაღალი ნიშნის დაწერაო».

— კარგი, ბოლო ორი კითხვა: პირველი – მოხუცი ქალი მიდის გზაზე. გზა ჭაობამდე მიდის, რომელშიც ნიანგები ცხოვრობენ. შეძლებს, თუ არა, ის ჭაობის გადავლას?
— რა თქმა უნდა, შეძლებს! – გაიღიმა სტუდენტმა. – ყველა ნიანგი ხომ ლომთან არის დაბადების დღეზე?

— მაშინ ბოლო კითხვა. – თქვა პროფესორმა და ჩათვლის წიგნაგი აიღო. – მოხუცმა გადაიარა ჭაობი, რომელშიც ნანგები არ არიან. გადადგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და დაიღუპა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
— ჰმმმმ. – დაფიქრდა სტუდენტი.

— კარგი კითხვაა. იქნებ, ჭაობმა ჩაითრია? – კითხვაზე, კითხვითვე უპასუხა მან.
— არა! როგორც ვფიქრობდი, არაფერი იცით და გადაბარებაზე მოგიწევთ მოსვლა. — უთხრა მას პროფესორმა და ჩათვლის წიგნაკი დაუბრუნა.


კითხვა: რა დაემართა ქალს?image

პასუხი: ქალს თავზე თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი აგური დაეცა.



image


imageimageimageimage



0
738
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0