x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იცოდით თუ რატომ აკერებენ მამაკაცის შარვალზე ხშირად მწარმოებლები საქამრესთან პატარა მარყუჭს

image თუ თქვენ ერთხელ მაინც გიყიდიათ უცხოური მამაკაცის შარვალი, მათ შორის ჯინსები ზოგიერთ მათგანზე აუცილებლად დაინახავდით შარვლის წინა მხარეს მიკერებულ პატარა მარყუჟს, რომლის დანიშნულებას ალბათ პირველად ვერც კი მიხვდებოდით ან გაიაზრებდით.
აღნიშნული მარყუჟი არც თუ ისე ფართოდაა გავრცელებული თუმცა უნდა ითქვას რომ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში საკმაოდაა პოპულარული.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: თუ რა საჭიროა შარვალზე და რა დანიშნულება აქვს ასეთი მცირე ზომის მარყუჟს შარვალზე?
არა და რეალურად ეს პატარა დეტალი ძალიან მოხერხებული საშუალებაა იმისათვის, რომ შარვლის ჩაცმისას მამაკაცმა თავი კომფორტულად იგრძნოს, და მაინც რაა ეს?
image ფორუმებზე როგორც აღმოჩნდა მიმდინარეობდა ამის განხილვა და საკმაოდ ორიგინალური და სახალისო კომენტარებიც ვნახე, რომელთა წაკითხვა შორს წაგვიყვანდა და დადებისაგან თავი შევიკავე.
როგორც იცით მამაკაცის შარვლების საქამრე გამოდის ორნაირი დიზაინით, ერთი ტრადიციულ ქამრებზე გათვლილი და მეორე, შარვალი რომლის გვერდებზე შარვლის ზომის დამჭიმია შაკერებული ან აჭიმებზეა გათვლილი.
აჭიმი გვინდა არ გვინდა საკმაოდ მოუხერხებელია მისი მუდმივი მოძრაობის გამო სხეულთან ერთად.
რაც შეეხება ტრადიციულ საქამრეს სწორედ ამგვარ შარვლებშია მოხერხებული ამგვარი მარყუჟების გამოყენება, ამ მარყუჟის დანიშნულება კი ქამრის ბალთის დამჭერი ენის ფიქსატორია ანუ ეს მარყუჟი იჭერს ქამრის ბალთას და მთლიანად ქამარს ჩამოვარდნისგან შარვლის ჩაცმა-გახდისას, ასევე აჩერებს ქამარს ერთ ადგილზე ადამიანის მოძრაობისას.
ხშირად გინახავთ ალბათ როცა მამაკაცის შარვალზე ქამრის ბალთა განზეა გასული, სწორედ ასეთი შემთხვევის პრევენციისათვისაა გამოყენებული ეს მარყუჟი.
imageimage



0
848
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
848