x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაიმუნზე ოდნავ ლამაზები...
image

ტყუილად არ არსებობს ცნობილი გამოთქმა, " მამაკაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი უნდა იყოსო"სწორედ ქვემოთ წარმოდგენილ მამაკაცებს შეიძლება ვუწოდოთ ასე, მსოფლიო სექს-სიმბოლოები-რომლებსაც ერთი შეხედვით უშნოს უწოდებ, თუმცა განსაკუთრებული ხიბლის წყალობით, სადაც გაერთიანებულია მზერა, ღიმილი, მანერები თუ სხვა რამ, სექს-სიმბოლოებად და მილიონობით ქალთა გულთამპყობელებად აქცია ისინი.




ჟან პოპ ბელმონდო -ის იყო საფრანგეთის სექსსიმბოლო და ასე დარჩება აწ და მარადის . მართალი გითხრათ, მისი სექსუალურობა არ არის სახის სწორ მახასიათებლებში, არც სიმეტრიაში და რაიმე სახის ბუნებრივ სილამაზეში. მას აქვს გატეხილი ცხვირი, ძალიან დიდი ტუჩები და ოდნავ ასიმატრიული სახეც. მაგრამ როდესაც ის იღიმება, თქვენ ვეღარ ხედავთ ამ ყველაფერს, თქვენ ხედავთ მხოლოდ მომხიბვლელ ჟან-პოლს.

image



ჟერარ დეპარდიე- ახალგაზრდობიდანვე დიდი ვერაფერი იყო. მან დაიპყრო ათეულობით გოგონების გული და ეს ყველაფერი მისი შარმის და არა გარეგნობის წყალობით, მსახიობს ჰყავს 2 "ოფიციალური" და დაახლოებით 20 - არაოფიციალური შვილი, შეიძლება კიდევ ჰყავდეს სადმე შვილი, რომლის შესახებ არც იცის ჩვენმა ძვირფასმა მექალთანემ .


image

ადრიანო ჩელენტანო- "ერთადერთი, რისკენაც უნდა მიისწრაფო ცხოვრებაში, არის სიყვარული" - თქვა ჩელენტანომ. ადრიანოს პირად ცხოვრებაში მთავარი ქალი იყო მსახიობი კლაუდია მორი. მას დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა ის და ეს ძალიან ლამაზად გააკეთა: ერთხელ კონცერტის დროს გამოუტყდა მას სიყვარულში. შემდეგ იყო კოლეგასთან, ორნელა მუტისთან ღალატი. მშვენიერმა ორნელამ ქმარიც კი მიატოვა ჩელენტანოს გამო, თუმცა ადრიანო მაინც ცოლს დაუბრუნდა.


image


ჟან რენო- სამჯერ იყო დაქორწინებული, ბოლოს თითქმის 60 წლის ასაკში დაქორწინდა, მოდელ ზოფია ბორუკზე. არაჩვეულებრივმა გარეგნობამ მას ბევრი კარგი როლი მისცა, მათ შორის ბრწყინვალე "ლეონე", მისმა ჭკვიანმა და ამავდროულად სევდიანმა თვალებმა მილიონობით ქალი გადარია.

image


შონ პენის კოლექცია მოიცავს ჰოლივუდის ლამაზმანებს: მადონას, რობინ რაიტს, შარლიზ ტერონს და სკარლეტ იოჰანსონს. ყველაზე მშვიდი იყო მისი ურთიერთობა რობინ რაიტთან, რომლის შესახებაც მან თქვა, რომ არასდროს უყვარდა, ყველაზე სკანდალური - მადონასთან. მთვრალმა შონმა ერთხელ მადონა სკამზე მიაბა და რამდენიმე საათი სცემდა . ასეთა ოჯახურმა ძალადობებმა ხელი არ შეუშლა შონ პენს ჰყოლოდა კიდევ საყვარლები და ცოლები.

image

ვენსან კასელი-ეს ცისფერთვალება ფრანგი არასტანდარტული გარეგნობით განსაცვიფრებელ როლებს ასრულებს და კიდევ უფრო განსაცვიფრებელ ქალებთან აქვს ურთიერთობა. ბოლო-ბოლო მონიკა ბელუჩის ქმარი, უბრალოდ დაფიქრდით! თუმცა, ჭორების თანახმად, მათ საკმაოდ თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდათ და საბოლოოდ დაშორდნენ კიდეც. ვინსენტს დიდხანს არ უდარდია და 21 წლით უმცროსი მოდელი მოიყვანა ცოლად.


image

ხავიერ ბარდემი-ესპანეთში ბევრი ლამაზი ბიჭია, მაგრამ არა, ეს არ არის ხავიერ ბარდემი. ამავე დროს, აბსოლუტურად შეუძლებელია ვინმე წინ აღუდგეს მის ხიბლს - ის უჩვეულოდ ქარიზმატულია. და მისი გარეგნობა საშუალებას იძლევა შეასრულოს განსხვავებული როლები- გმირი- საყვარლით დაწყებული და მძვინვარე ბოროტმოქმედით დამთავრებული.

image


ჰიუ ლორი-თავდაპირველად, ჰიუ ლორი სექსსიმბოლოების კატეგორიაში ნამდვლად არ იყო, თამაშობდა დაბნეული ბიჭების როლებს, რომლებიც დამოუკიდებლად შარვალსაც კი ვერ პოულობენ. მაგრამ "დოქტორი ჰაუსის" შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: ახლა ის გახდა მკაცრი, მაგრამ გენიალური ექიმი, რომელიც გულმოდგინედ ანადგურებს საკუთარ თავს, საკუთარ სიცოცხლეს და გენიალურად სვამს დიაგნოზებს. ჰოოდა სწორედ ასეთი ტიპები მოსწონთ როგორც ჩანს ქალებს.

image



ედრიან ბროუდი- სევდიანი მარტოხელა მოხეტიალე ადამიანის გამოჩენამ, ერთის მხრივ, ედრიან ბროუდი პოპულარული გახადა, მეორეს მხრივ, სასტიკი ოინი მოუწყო-მოამწყვდია იგი ერთგვარი ტიპაჟის გალერეაში. არა და მან გულწრფელად სცადა როლიდან გამოსვლა და ბრუტალური ბიჭების თამაში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბროუდი უპირველეს ყოვლისა "პიანისტია" (მას სძულს, როცა ამ როლზე ეკითხებიან)

image

0
509
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0