x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორც ბრიტანული ტაბლოიდი "The Sun" წერს ბრიტანულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, რუსული ვაქცინა "სპუტნიკის" ფორმულა მოპარულია "Oxford / Astra Zeneca"-ს ლაბორატორიიდან რუსი ჰაკერების ხელით

image
კოვიდ19-ის გავრცელებიდან მალევე მსოფლიოს რიგ ქვეყნებში დაიწყო მუშაობა ვაქცინის შესაქმნელად, დაიწყო რუსეთმაც და საკმაოდ სწრაფად იხილა მზის შუქი ვაქცინამ სახელით "სპუტნიკი".
ეს ვაქცინა ბრიტანულ "Oxford / Astra Zeneca"-ან ერთად ორკომპონენტიანი ვექტორული გახლავთ და ადენოვირუსების საფუძველზეა შემდგარი. რუსულ ვაქცინაში გამოყენებულია ადამიანის ადენოვირუსები, ხოლო ბრიტანულში კი შიმპანზის ადენოვირუსები.
მიუხედავად ამისა რუსული ტაბლოიდის წყაროს თუ დავუჯერებთ "სპუტნიკის" ტექნოლოგია რუსემა ჰაკერებმა ბრიტანელებს მოპარეს "Oxford / Astra Zeneca"-ზე მომუშავე ლაბორატორიიდან, როგორც გამომცემლობა იუწყება რუსულ სპეცსამსახურებში ბლომად ჰყავთ ჰაკერები რომლებსაც სხვადასხვა მიმართულება აქვთ მინდობილი და ამით არიან დაკავებული.
ადრე ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს ვაქცინაზე მომუშავე ქვეყნები, რომ მათ საქმიანობას რუსი ჰაკერები აკვირდებოდნენ და ურჩიეს ბევრად უფრო ძლიერი მეთოდებით დაეცვათ ლაბორატორიებში მიმდინარე პროცესების საიდუმლოება.
რუსულმა საინვესტიციო ფონდმა კი ბრიტანული ტაბლოიდის განცხადებას "ფეიკი" და ტყუილი უწოდა, ბუნებრივია რუსეთის ხელისუფლება არასდროს იტყვის: კი ბატონო, ჩვენმა სპეცსამსახურებმა მოიპოვა ინფორმაცია და გამოვიყენეთ ტექნოლოგიურადო.
რუსულ ვაქცინაში "სპუტნიკი" გამოყენებულია თითქმის იდენტური ფორმულა რაც შექმნეს ოქსფორდში ბრიტანელმა მეცნიერებმა.
როგორც ბრიტანეთის შსს-ს მინისტრმა დამიან ხინგსმა განაცხადა: "დღეს მსოფლიო ცხოვრობს დროში როცა ზოგიერთი სახელმწიფოს მოქმედებები დაფუძნებულია ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ შპიონაჟზე. ჩვენ ხშირად ვაწყდებით რიგი სახელმწიფოების მიერ განხორციელების პროცესში საკითხებს, სადაც ესა თუ ის ქვეყანა სპეცსამსახურების პროფესიონალი პროგრამისტების ხელით ცდილობს ხელში ჩაიგდოს მაღალტექნოლოგიური სიახლეები, მოიპოვოს საიდუმლო კომერციულ საქმიანობაზე ინფორმაცია", აქედან გამომდინარე ჩვენც ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები".



0
221
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
221