x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115347
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
მკლავების და ფეხების გარეშე დაბადებულმა "ჭია კაცმა" შვილებს უზარმაზარი სიმდიდრე დაუტოვა!

ბრიტანულმა the sun-მა საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა. ხელებისა და ფეხების გარეშე დაბადებულმა პრინცმა რანდიანმა, მეტსახელად ჭია კაცი, სიკვდილის შემდეგ შვილებს წარმოუდგენელი მემკვიდრეობა დაუტოვა, რასაც მისგან ნამდვილად არავინ ელოდა... წარმოგიდგენთ "ჭია კაცის" საინტერესო ისტორიას.


image







პრინცი რანდიანი მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელებისა და ფეხების გარეშე დაიბადა ბრიტანეთის გვიანაში. დაბადებიდანვე მას მომავალი არ უჩანდა თუმცა...


image


მაგ დროისთვის არ არსებობდა კერძო საავადმყოფოები, მოხუცთა სახლები, შემოწირულობების ონლაინ კამპანიები ან თანამედროვე ხელებისა და ფეხების პროთეზირება. ასეთ მდგომარეობაში დაბადებული ბავშვების 99 % მკვდარი იბადებოდა, თუმცა რანდიანის შემთხვევაში სასწაული მოხდა და პრინცი გადარჩა.






პრინცი მისი ზედმეტსახელია. რანდიანი ბავშვობიდანვე მუშაობდა ოჯახის ფერმაში, რამაც მისი ზედა ტანი საკმაოდ გააძლიერა.


image


პრინცმა საკმაოდ დიდი დრო და შრომა დახარჯა იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის თავადვე მიეხედა. მან ძლიერად ჩამოყალიბებული სხეულის საშუალებით დამოუკიდებლად დაიწყო წვერის გაპარსვა, კბილების გახეხვა, წერა და ხატვა.


შემდეგში უკვე მიიღო მონაწილეობა სერიოზულ პროექტებში. გადაიღეს ფილმებში, გახდა ცნობილი ცირკის მთავარი სახე... თუმცა ამ ყველაფერს თავისი უკუშედეგებიც ჰქონდა. რანდიანმა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმები მიიღო, ხშირად გახდა ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ ის სიქოლოგიურად არ ეცემოდა. ცირკის მეპატრონეც კი იყენებდა მას სათავისოდ. ამ ყველაფერთან ერთად ის გამოიმუშავებდა საკმაოდ სოლიდურ თანხას.






პრინცი რანდიანის ყველაზე ლეგენდარული მოქმედება იყო სიგარეტის დამოუკიდებლად გაკიდება, რაზეც მაყურებელი აღფრთოვანებული რჩებოდა.


image


გარდა სიგარეტის გაკიდებისა, ის საუბრობდა ინგლისურად, ფრანგულად, არაბულად და ინდურ ენებზე. ჰქონდა საკმაოდ კარგი იუმორი, რითაც ქალების მოხიბვლას ახერხებდა. ასე შემთხვევით თვითონაც ვერ მიხვდა, რომ იყო შეყვარებული და მას უკვე მომავალში ოჯახი და შვილები ელოდა. რანდიანის თითქმის არ არსებული ცხოვრება მოულოდნელად უკეთესობისკენ შეიცვალა - დაქორწინდა პრიცესა სარაზე და ეყოლა 4 შვილი. ცირკის კარიერის დასრულების შემდეგ, ოჯახთან ერთად ნიუ ჯერსიში დასახლდა, სადაც მშვიდად ცხოვრობდა სიკვდილამდე.






გარდაიცვალა გულის შეტევით...



image


1934 წელს 63 წლის ასაკში პრინცი რანდიანი გულის შეტევით გარდაიცვალა. ხოლო მის მემკვიდრეებს პრინცისგან მემკვიდრეობით 1.1 მილიონი დოლარი დარჩა, რაც მაგ პერიოდისთვის ძალიან დიდ სიმდიდრეს წარმოადგენდა.





























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



უხანის ომი (იაპონია - ჩინეთი)

image



გაკვეთა თუ არა ალბერტ აინშტაინმა 5 უცხოპლანეტელის გვამი?

image



15 რამ, რაც 2005 წელს ყველასთვის საოცნებო და სასურველი იყო, ხოლო დღეს არავის აინტერესებს!

image



მსოფლიო ისტორიის 15 უძლიერესი სახელმწიფო, რომლებიც სხვადასხვა დროს ბატონობდნენ დედამიწაზე

image



10 ქვეყანა, რომელთა დაპყრობაც თითქმის შეუძლებელია!

image



10 ყველაზე ძებნილი კრიმინალი FBI- ს და ინტერპოლის მიერ - მსოფლიო მათ ეძებს!

image





17 საინტერესო და გამაოგნებელი ფაქტი ფეხბურთის შესახებ, რომელიც შესაძლოა პირველად წაიკითხოთ!

image




0
707
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
707
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0