x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უცნობმა მამაკაცმა 100 მეტრის სიმაღლეზე ჰამაკში ნებივრობა გადაწყვიტა (ვიდეო)

image

ვინ არის ეს მიზანთროპი და რამ აიძულა იგი ასე მაღლა ასულიყო, გაურკვეველი რჩება.
გერმანიის დედაქალაქში, უცნობმა ადამიანმა გადაწყვიტა დაესვენა ქალაქის ხმაურისგან და 100 მეტრზე მეტ სიმაღლეზე გააბა ჰამაკი და კომფორტულად წამოწოლილი ნებივრობდა მასზე.
ვიდეო, როგორც კი ინტერნეტით გავრცელდა, ექსტრემალი უმალ გახდა სოციალური მედიის უდავო გმირი.
რელაქსის მოყვარულმა დასვენების ადგილად აირჩია სავაჭრო ცენტრის "ევროპის" სახურავი, ბერლინის ყველაზე მაღალი შენობა. შენობის სახურავს ამშვენებს საავტომობილო კომპანია "მერსედეს -ბენცის" ემბლემა, რომლის დიამეტრი 10 მეტრია - სწორედ მასზე გააბა ექსტრემალმა თავისი ჰამაკი.
მალევე უცნობი მამაკაცი ცნობილი ქსელის ფოტოგრაფის Cpt Olf- ის ობიექტივში მოხვდა, რომელმაც გააზიარა კიდეც ვიდეო ინტერნეტში.
მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან ოდნავ შეშურდათ ამა კაცის და თან აღფრთოვანდნენ მისით, რადგან იცის როგორ აარჩიოს ადგილი სრულყოფილი დასვენებისთვის:აქედან ხომ მთელი ბერლინი ხელისგულივით მოჩანს; ვიდეო მალევე გახდა ვირუსული.
როგორც მომხმარებლებმა გამოთვალეს, შენობის სიმაღლე და პლუს ავტომობილის ემბლემების მონუმენტი მიწიდან დაახლოებით 113 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.


0
251
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0