x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კულტურის წარმომადგენელები ქართულ პოლიტიკაში კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე
image

კულტურის წარმომადგენლები რომ დიდ პოლიტიკაში მიდიან და ზოგჯერ წარმატებებსაც აღწევენ უკვე ეს დამტკიცდა, თუნდაც ავიღოთ ერთი კონკრეტული დარგი-მსახიობები, მარტო რონალდ რეიგანი რად ღირს, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ბოლო ასწლეულში აშშ-ს ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტად, მსგავსი მაგალითების მოყვანა უამრავი შეიძლება, თუნდაც იგივე აშშ-ში- არნოლდ შვარცენეგერი და კლიდ ინსტვუდი, რომელიც ერთი შტატის გუბერნატორი გახდა, ხოლო მეორე ქალაქი მერი...უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რომელიც "კავეენ"-_ის გარდა რამდენიმე ფილმში და სერიალში ითამაშა და იყო პროფესიონალი მსახიობი, ასევე ყოფილი მსახიობი და თანაც საკმაოდ პოპულარული, გვატლემალას პრეზიდენტი ჯიმი მორალესი, სხვადასხვა დროს დიდ პოლიტიკში იყვნენ ჩაბმულები ლეგენდარული ინდოელი მსახიობი ამიდაბხ ბაჩაბი, იტალიელი პორნომსახიობი ჩიჩოლინა, ამერიკელი სინტია ნიქსონი, იაპონელი საკულტო მსახიობი და ტელეწამყვანი იმაგუტი ესიკო, არგენტინის პირველი ლედი ევა პერონი და სხვა.



თუმცა დღეს უნდა შეგახსენოთ ის ქართველი კულტურის მოღვაწეები, მსახიობები, რეჟისორები, მწერლები და სხვები...ვინც პარალელურად პოლიტიკაში შედგა ფეხი, გახდნენ დეპუტატები და პარლამენტის წევრები კომუნისტური ეპოქის დასასრულიდან დღემდე....




კომუნისტური პარტია-(1989-1990)უნდა აღინიშნოს, კულტურის მოღვაწეებს (და არა მარტო, მეცნიერებს, მოწინავე მუშებს და გლეხებს, სოც.შრომის გმირებს, სპორტსმენებს) საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებით ხელის გულზე ატარებდა, აგრძნობინებდა, რომ მას აფასებენ, არ აკლდათ პრივილეგიები და შესაბამისად მათი პოლიტიკაში ჩართვა და დეპუტატებად არჩევა საბჭოთა მოვლენა იყო.სხვა შორის მოვლენებს წინდაწინვე გავასწრებთ დ აგეტყვით, რომ ვერცერთი მომდევნო ხელისუფლება ვერ აცდა ამ ტენდეციას



კომპარტიის უზენაეს საბჭოში მოხვდნენ რეჟისორი ელდარ შენგელაია, რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე, თეატრმცოდნე თეატრალური რექტორი ეთერ გუგუშვილი, პროფესორი მზექალა შანიძე, აკადემიკოსი ევგენი ხარაძე, მეცნიერი როინ მეტრეველი, ენათმეცნიერი აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, ფილოლოგი და "მერანის" დირექტორი გურამ გვერდწითელი, მხატვარი ჯეირან ფაჩუაშვილი.


მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო(ზვიად გამსახურდია-1990-1991)-მაია თომაძე-საოპერო მომღერალი, პოეტი მუხრან მაჭავარიანი, მოქანდაკე გოგი ოჩიაური, მწერალი ნოდარ წულეისკირი, მსახიობი და მწერალი გურამ პეტრიაშვილი, მწერალი ამირან კალაძე, რეჟისორები ალექსანდრე ჟღენტი, ავთანდილ იმნაძე და ზურაბ კანდელაკი..მსახიობი ავთანდილ რცხილაძე და მხატვარი თენგიზ კიტოვანი.



საქართველოს მოქალაქეთა კავშირი(ედუარდ შევარდნაძე-1992-2004)-კინორეჟისორები:გიგა ლორთქიფანიძე, ლანა ღოღობერიძე, თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, დიმა ჯაიანი;მწერლები: ჯანსუღ ჩარკვიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჭეიშვილი, იზა ორჯონიკიძე, გენო კალანდია, ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე, პოეტი დათო მაღრაძე;ჟურნალისტი ნოდარ გრიგალაშვილი, მხატვრები ზურაბ წერეთელი და თენგიზ კიტოვანი, ამის გარდა რამდენიმე მეცნიერი-თამაზ გამყრელიძე, ნოდარ ნათაძე, კოტე გაბაშვილი და სხვა.



ერთიანი ნაციონალური მოძრაობა(მიხეილ სააკაშვილი-2004-2012)-რეჟისორი ელდარ შენგელაია, მსახიობი მერაბ ბოცვაძე, მომღერალი გოგა ხაჩიძე, ისტორიკოსი, არქეოლოგი და მთასვლელი გიორგი თორთლაძე, მსახიობი გია როინიშვილი, მომღერალი ანზორ ერქომაიშვილი.



ქართული ოცნება(ბიძინა ივანიშვილი-2012 -2021)-მუსიკოსები:თამაზ ჭკუასელი და ზაზა ხუციშვილი. მსახიობები: სოსო ჯაჭვლიანი, გოგი ქავთარაძე, პაატა ბარათაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რეჟისორი ნუკრი ქანთარია



ამის გარდა აღორძინებიდან (ასლამ აბაშიძე) პარლამენტის წევრები იყვნენ მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, მწერლები: მუხრან მაჭავარიანი და რევაზ მიშველაძე, ფილოლოგი ელიზბარ ჯაველიძე და სოსო სიგუა, ისტორიკოსი გივი ბოლოთაშვილი და ყოფილი მსახიობი და რეჟისორი, შემდგომ სახელგანთქმული ინფექციონისტი ვახტანგ ბოჭორიშვილი.


ლეიბორისტული პარტიიდან(შალვა ნათელაშვილი) პარლამენტის მანდატი ერგო მომღერალს და კომპოზიტორს ნუგზარ ერგემლიძეს.


გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები).-რეჟისორი გოგა ხაინდრავა





შემდეგ ნაწილში გაგაცნობთ ქართველ პოლიტიკოს-სპორტსმენებს

1
380
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
380
  
2021, 11 ოქტომბერი, 16:47
ტვინ ნაღრძობი საზოგადოებაში უკვე გავიგეთ და აშკარად,რეიგანამდე ვერ გაქაჩეს. ეხლა,კუნთმაგარი გონებაჩლუნგების სიასაც წარმოგვიდგენს ავტორი,რაც ძალიან გრძელი სია იქნება. ვიღაცეები მახსოვს და საინტერესოა,ვინ იყო გონებაჩლინგი და არ გვახსოვს დაუნახავ მოსახლეობას.

პ.ს. სანამ ენას არ აიდგავს ხინჩაგაშვილი,სიაში არ დამანახოთ:)
0 1 1