x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„მოდის ახალი პატრიარქი, ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ნაცნობი! დეკანოზი გათავისუფლდება“ - ლელა კაკულია
image


წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და წერს, რომ „საპატრიარქო იწმინდება“.

.

გთავაზობთ ცნობილი წინასწარმეტყველის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას:


.

„ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან. დიახ, ახალი სახეები და არა ძველი სახეები ახალი პარტიის სახელით. ბოდიში, ბედისწერა ყველას კარისკენ მიუთითებს.

.

ვხედავ, საპატრიარქო ნელ–ნელა იწმინდება. მოდის ახალი პატრიარქი — ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. და კიდევ, გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“, - ვკითხულობთ კაკულიას ახალ პოსტში.

.

* * *

2019 წელი, 7 მარტი

გაიხსენეთ, რა ვიწინასწარმეტყველე 1996 წლის 29 ნოემბერს. მაშინ ვთქვი, რომ საპატრიარქოში განხეთქილება მოხდებოდა და ორ ბანაკად გაიყოფოდნენ, რომ ჭყონდიდელი დაუპირისპირდებოდა და დაიწყებოდა დიდი ომები. ახლა კი ვამატებ და ვიტყვი, რომ დადგა დრო და ახლა მე უნდა დავიცვა ჭყონდიდელი. ეს, ასე ვთქვათ, ჩემს პროგრამაში შედის.

ვხედავ, ყველა და ყველაფერი აღსდგება ჭყონდიდელის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი გამოუვათ — ყველა დამარცხდება. გაიმარჯვებს ჭყონდიდელი, იმიტომ, რომ კოსმოსი, უფალი დგას მის გვერდით.

.

2019 წელი, 13 მარტი

ჩემი თამარი პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდა. ეს მისთვის მოთელვაა. მე არაფერში ვერევი. მე ვიცი, რაც მოხდება. ვხედავ, ყველა ნაბიჯი, რომელსაც თამარი გადადგამს, გამართლებული იქნება. ის ჯერ პატარაა, ჯერ კიდევ სწავლობს, ჯერ კიდევ აგროვებს ცოდნას. მერე კი ძლიერ ნაბიჯებს გადადგამს და ხელისუფლებაშიც მოვა. აი პენსიონერი პოლიტიკოსები კი მთლიანად გადაირეცხებიან არენიდან. თამარი ამისთვის დაიბადა და ასეთი დაიბადა. ეს მისია აკისრია და კიდევაც განახორციელებს მას.

თამარის წინააღმდეგ წამოწყებული ყველა შეტევა კრახით დასრულდება, ვერავინ ვერაფერს გახდება. მას კოლოსალური ენერგიები იცავს და სწორედ ამ კოსმიურ ენერგიებს მიჰყავს ის იმ გზით, რომლითაც ის მოძრაობს.
ასე რომ, ვინც რა უნდა თქვას, თამარ პატარაიას ვერასდროს ვერაფერს დაუშავებს!!! ის გააკეთებს იმას, რისთვისაც დაიბადა და რაც მე მისი დაბადებისთანავე ვიწინასწარმეტყველე.

,

2019 წელი, 16 მარტი

ვხედავ, სომხეთის დღევანდელი პოლიტიკა არ გაამართლებს. პირიქით, მომავალში იქ დიდ არეულობებს ვხედავ. მათი პრემიერი თავსა და ბოლოს ვერ დაადგამს და რუსეთთან შეთანხმებულ პოლიტიკას, რასაც სომეხ ხალხს უმალავენ, ფარდა აეხდება.

სომხეთი არც დემოკრატიული სახელმწიფოა და არც ევროპისკენ მიმავალი. მოხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც განაპირობებს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას.

აზერბაიჯანი ყარაბაღს არ დათმობს, არანაირი და ვერანაირი პოლიტიკა როლს ვერ ითამაშებს. ამაში ჩართულია ირანი, ჩართულია თურქეთი. მოლაპარაკებების მაგივრად ვხედავ ომს, რომელიც აუცილებლად დაიწყება და აქ რუსეთის პოლიტიკა დიდ ჩავარდნას განიცდის.

მინდა გავიმეორო ხედვა, რომელიც რამდენჯერმე დავაფიქსირე წარსულში: ატომური სადგური ძალიან საშიშია სომხეთისთვის. ვხედავ თითქმის ჟონავს და აფეთქება გარდაუვალია.

,

მაგრამ ეს საქართველოს არ შეეხება — ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა დაცულია! მათ ჩემი წინასწარმეტყველება იცავს.

სომხეთს ყოველთვის აწუხებდა და აწუხებს პირველობის მანია, რაც მას დაღუპავს. აი საქართველო კი ევროპისა და ამერიკისთვის მისაღები ძლიერი ქვეყანაა. დღესაც არის და მომავალშიც იქნება.

ვხედავ ნატოს ჯარისკაცებს საქართველოში. ვერანაირი ძალა და ვერანაირი ავანტიურა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. საქართველო ნატოში გაწევრიანდება - ეს არის ერთადერთი დაცვითი სახე ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნისთვის.

ვხედავ შავი ზღვის პორტებს — დიახ, პორტებს და არა პორტს! — სადაც ამერიკული დროშით მცურავი გემები დგას. ამ ყველაფერს ნათლად ვხედავ.

.

ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, დიდი ცვლილებები იქნება. ეს პროცესები უკვე დაწყებულია. ყველა და ყველაფერი მარტივ მამრავლებად დაიშლება. გამოჩნდება „გიორგი ბრწყინვალე“, ახალგაზრდა „მეცნიერები“ და აქედან დაიწყება საქართველოს აღშენება.

უზარმაზარი ენერგია იცავს საქართველოს და ვაფრთხილებ რუსეთს, ვაფრთხილებ შადიმანებს: თვითონ დაიშლებით და გაიყიდებით. ფრთხილად!

ვხედავ ამერიკიდან მაღალჩინოსნების ხშირ ვიზიტებს. ეს სტუმრობები იმდენად გხშირდება, რომ რუსეთი ბოლოს ხმამაღლა იკითხავს, რა ხდებაო? ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო: საქართველოს ნატოში გაწევრიანება!

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ სომხეთს, მათთვის ეს თემა ჩაკეტილია. როგორც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, საქართველოს წინსვლისა და წარმატებების შემხედვარე სომხები ახმაურდებიან, თუ ვინმე უნდა შევიდეს ნატოში, ეს სომხეთიაო. მაგრამ სომხები ნატოში ვერ გაწევრიანდებიან, ამას არ ვხედავ. მათ იმდენად ღრმად შეტოპეს რუსეთთან თამაშში, რომ ვითარების შემობრუნებას ვეღარ შეძლებენ, როგორი პოლიტიკოსიც უნდა მოვიდეს სათავეში.

ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან. დიახ, ახალი სახეები და არა ძველი სახეები ახალი პარტიის სახელით. ბოდიში, ბედისწერა ყველას კარისკენ მიუთითებს.

,

ვხედავ, საპატრიარქო ნელ–ნელა იწმინდება. მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. და კიდევ, გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან.

მინდა ვთქვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომ ის ხელშეუხებელია. ვხედავ, ისარია პირდაპირ მისკენ მომართული. ეს არის უზარმაზარი ენერგია, რომელსაც ვერავინ მოერევა, ვერც გადაახტება. ანაკლიის პორტი — საქართველოს ეს ნაწილი, იქნება ყველაზე პრესტიჟული პორტი მთელ შავ ზღვაზე. ის ნეგატიური ვარაუდები, რომლებიც ახლა მუსირებს მის გარშემო, ფუჭია და არ ასრულდება.
ამწუთას ვხედავ აშენებულ ანაკლიის პორტს და საქართველოს ძლიერ საზღვარს აფხაზეთთან ერთად. აფხაზეთი საქართველოა!

რუსეთი საქართველოს ვერ მოუგებს, მიწებს ვერ წაართმევს. მას ჯერ კიდევ წინ აქვს ჩინეთთან ომი, რაც წლების წინ მაქვს ნათქვამი.

ვხედავ, გარდა პორტისა, ანაკლია საკურორტო ზონაც იქნება. უამრავ ტურისტს ვხედავ.
არავის ვურჩევ, ცხვირი შეყოს ანაკლიის საქმეში, იმიტომ, რომ უფლის განრისხებულ სახეს ვხედავ. უფალს უყვარს თავისი შვილები — ადამიანები, მაგრამ, როცა ზღვარს გადახვალთ, არ დაგინდობთ.
სხვათა შორის, დიდი ფული ჩაიდება ანაკლიაში — ამერიკული და ევროპული ფული.

,

კავკასიონიდან კი ვხედავ, მეომრები ეშვებიან თამარის დროშით. ეს ნიშნავს საქართველოს გაერიანებას იმ საზღვრებში, რომელიც იყო თამარის დროს.
ციური მეომრები — ასე დავარქვი მე მათ და მათ ვერავინ მოერევა.

უფრო მეტსაც ვიტყვი: საქართველო რუსეთს დააჩოქებს — აუცილებლად დააჩოქებს! საქართველო წამყვანი ქვეყანაა კავკასიაში, ნატოს შტაბბინა, როგორც მრავალი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე — ეს არის თბილისი.

ამერიკა ნაკლებად ენდობა აზერბაიჯანსაც, სომხეთსაც და კავკასიის სხვა ქვეყნებსაც. ყველაზე დიდი ნდობა საქართველოს მიმართ აქვს და სწორე ეს დამოკიდებულება გადაარჩენს საქართველოს.

.

ჩემი ქვეყანა ფეხზე დგება, ეკონომიკურად წელში იმართება, გაჭირვება გაქრება, მოწყალების მთხოვნელები არ იქნებიან.

ვიმეორებ: ამერიკა თურქეთს ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს აუცილებლად. თურქეთი უსუსურია ამერიკის წინაშე და ეს იცის კიდეც.

რაც შეეხება რუსეთ–თურქეთის ურთიერთობებს, მათ შორის ისეთი შავი კატა გაირბენს, რომ საუკუნეები დასჭირდებათ ურთიერთობების დასაწყობად. ერდოღანი ორგანულად ვერ იტანს რუსეთის პრეზიდენტს. დიახ, პოლიტიკა თამაშია, მაგრამ ვირტუოზი უნდა იყო, რომ ამ თამაშში ჩაერთო. ისინი კიდევ ვირტუოზები არ არიან.

ამერიკა თურქეთს თავის ადგილზე მოსვამს. თეთრ სახლს ჯერ აწყობს თურქეთის დღევანდელი პოლიტიკა რუსეთთან და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. მერე კი, როცა დამოკიდებულებას შეიცვლის, მაშინვე ბოლოს მოუღებს თურქეთს. ამერიკის პრეზიდენტს მეტი კი არ უნდა. ამერიკა ჰგავს კატას, რომელიც თურქეთს თაგვივით ათამაშებს და ბოლოს შეჭამს.

.

ქართული პოლიტიკა კი გამარჯვებებს იზეიმებს. ჩვენ ეს წინ გვაქვს, ქართველებო, და ნუ გეშინიათ!
ვხედავ, სამაჩაბლოში გავლებულ მავთულხლართებში რუსეთი თვითონაა გახლართული, მაგრამ ჯერ სადაა?!

ვენესუელასთან დაკავშირებით ვხედავ, რომ იქ რუსეთისა და ამერიკის თამაშები მიდის და ბოლოს ამერიკა გაიმარჯვებს. პრეზიდენტი მადურო აუცილებლად შეიცვლება. ეს უბრალოდ დროის ამბავია.
სხვათა შორის, ბრაზილიაშიც დაიწყება ცვლილებები.

.

ვხედავ, ბუნება ბობოქრობს, დედამიწაზე ამინდები აირევა, მაგრამ საქართველოში ვულკანები არ გაიღვიძებს — ეს გამორიცხულია და მორჩით ხალხის დაშინებას. სხვაგან კი ვულკანებიც ამოიფრქვევა და მიწისძვრებიც იქნება. ღირსებიც არიან!
ათასჯერ გაგაფრთხილეთ, ბუნება უხეშ ჩარევას არ გაპატიებთ და პატივი ეცით, გაუფრთხილდეთ–მეთქი მას.
მსოფლიოში ყველაზე სუფთა ადგილი იქნება საქართველო — სუფთა ჰაერითა და მშვიდი ბუნებით.

თემას, რომელიც ახლა აგორდა საქართველოში, ბაგრატიონების თემას ვგულისხმობ, განვითარება არ მოჰყვება. ანუ ბაგრატიონების კვლავ გამეფებას არ ვხედავ. ქართველი ხალხი ზურგზე მეფეს აღარ შეისვამს.

.

ვხედავ იგივეს, რაც მრავალი წლის წინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე: თვითმფრიმავების გახშირებული კატასტროფები ენერგიების ცვლილებების ბრალია, რომლებიც ატმოსფეროში ხდება. ვხედავ, შავი ფერი მეტია, ვიდრე წითელი. აი სწორედ ამ შავ ფერს უნდა გადავახტეთ, ანუ დროებით შეჩერდება ფრენები.

.

აი ჩემი ქვეყანა კი მშვენივრად „იფრენს“. მე ყველა ნეგატივის შეჩერება შემიძლია და კიდეც შევაჩერებ!

მინდა კიდევ გავიმეორო ჩემს ქალიშვილთან დაკავშირებით: ჩემი თამარი ძალიან ძლიერი პიროვნებაა. ის განათლება, რომელიც მან მიიღო, უნიკალურია და ბევრი ნუ შეედრება. თამარს თავისუფლად შეუძლია, მართოს ქვეყანა, რაც მოხდება კიდეც მომავალში. და კიდევ, თამარი იქ, სადაც დაბალი დონეა და მიუღებელი მისთვის, დიდხანს არ ჩერდება.

ვხედავ, რუსეთი შეიარაღებული ძალების დემონსტრირებას ახდენს. ასე ვთქვათ, შეიარაღებული ძალების, შიარაღების გამოფენას აწყობს. აი აქ უშვებს შეცდომას, ვინაიდან ევროპა და ამერიკა იქით შეუტევენ, რომლებსაც მყარი არგუმენტები და ფაქტები აქვთ.

,

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, მისთვის უკეთესი იქნებოდა, დადებითი ურთიერთობები ჰქონოდა ამერიკასთნ. პრეზიდენტი ტრამპი არ აპატიებს ჩრდილოეთ კორეას ამ თავნებობას და წაგებული ვინც გამოვა ამ ომში — ეს ჩრდილოეთ კორეა იქნება. საბოლოო ჯამში, რუსეთი თითსაც არ გაანძრევს მის დასახმარებლად.

,

ვხედავ, „ბრექსითს“ არავითარი გაგრძელება არ ექნება. როგორც ახლა გადავადდა, ჯერ ისე გადავადდება, მერე კი იტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში მაინც დაბრუნდება.

ვხედავ, დედოფალ ელიზაბეტს არ უნდა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირიდან გავიდეს. ხოლო „რაც არ უნდა დედოფალს, არ უნდა არც ღმერთს“.

.

საქართველოში, ვხედავ, ბევრი პოლიტიკური პარტია დაიშლება.
ვხედავ, სამაჩაბლოში ჯერ უიარაღო ხალხი დგას, ქართველი ახალგაზრდობა. მაგრამ მერე პატარ–პატარა დაჯგუფებები ჩნდება, რომლებიც ადამიანებს გაიტაცებენ — სამხედროებსაც და სამოქალაქოებსაც. რუსეთი ვერაფერს დაამტკიცებს. საქართველოს არცერთი ქვეყანა არ გაამტყუნებს.

.

ვხედავ, ჩრდილოეთ ოსეთი სამაჩაბლოს სასაკლაოს შეარქმევს — მე ეს ადრეც მაქვს ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ ახლა ყველაფერი უკვე ახლოსაა.
ვხედავ, რუსეთი სამხედრო ბაზებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში აღარ აკეთებს. ეს იმიტომ, რომ კრემლში იციან, დღეს თუ ხვალ, მაინც მოუწევთ ქართული მიწების დატოვება. დიახ, ასე ასრულდება.

,

ვხედავ აფხაზეთს, სოხუმს წყალი წაიღებს. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე - წლების წინ. სადაც წყალი გაივლის, ის ადგილები უკაცრიელი ხდება. ვხედავ, მოსახლეობა გარბის: სომხები, აფსუები, ჩრდილოკავკასიელები, რუსები. ღმერთი არ შეარჩენს მათ არაფერს! არ შეარჩენს ქართულ მიწაზე ცხოვრებას!
განსაკუთრებით დაზარალდება სოჭი, რომელსაც წყალი ყველა მხრიდან შეუტევს. თითქოს კოსმოსი ამას სოჭის ჩასაძირად აკეთებს. ვხედავ, რაც აშენდა ოლიმპიადისთვის, ყველაფერი მოისპობა.

.

ვხედავ, დღეს სოხუმში თითქოს მარტო დე–ფაქტო ხელისუფლება ზის და მეტი არავინ. ხალხი წავიდა. აფხაზეთში გაქანებული რუსიფიკაცია მიდის და აფსუები ამას ვერ აიტანენ. გაიმართება დიდი შიდა ომები. აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობა დაწყებულია, რასაც რუსეთი მალავს.

პირველი, რასაც საქართველო დაიბრუნებს — ეს კოდორია. სწორედ იქაა ყველაზე დიდი პარტიზანული დაჯგუფებები.

,

2019 წელი, 28 ივლისი, ურეკი

ვხედავ, როცა ხალხი სერიოზულად შეხედავს ქართველ წინასწარმეტყველს და იმ უზარმაზარ მასალას, რომელიც მოსულია და კვლავაც მოდის კოსმოსიდან, აი მაშინ მიიღებს შვებას. მანამდე „მამა“ არცერთ შემთხვევაში არ მისცემს შვებას მათ, უარესი და უარესი მოხდება.მე თვითონ შემეშინდა ამ ხედვისა და სიტყვებისა!

საქართველო მუხლებზე არასდროს დაიჩოქებს! ასეთ რამე არ ვხედავ და არც დამანახოს უფალმა! არც დავინახავ, ვიცი.

,

საქართველო მიდის იმ პროგრამით, რაც ვიწინასწარმეტყველე ათობით წლის წინ. საქართველო აუცილებლად შევა ნატოში. შავ ზღვაზე ისევ ვხედავ ამერიკულ გემებს. ქართულ დროშებთან ერთად ამერიკული დროშა ფრიალებს.
ვხედავ, ვერავითარი პოლიტიკური ძალა ვერ გადაძალავს ჩემს ქვეყანას. ძალიან ბევრი რამ რადიკალურად შეიცვლება − რადიკალურად!

.

ფრთხილად! უფლის ანგელოზები საქართველოში არიან უკვე, მის სადარაჯოზე დგანან.
განსაკუთრებით კავკასიაა გადაკეტილი. უცნაურად გეჩვენებათ ეს წინასწარმეტყველება? მაგრამ ეს უცნაურობა კი არა, რეალობაა! საქართველოს რომ უფალი არ სწყალობდეს და ანგელოზთა არმია არ იცავდეს, აქამდე არ ვიქნებოდით.
ჩვენს სამშობლოს ამაზე მეტი გადაუტანია ისტორიულად და ამასაც გადავიტანთ . ამინ!

,

საქართველო ყოველთვის იყო ძლიერი, მას ყოველთვის ეხმარებოდა კოსმოსი. ყოველთვის მოვდიოდით ჩვენ წარსულში, დღეს აქ ვართ და მომავალშიც მოვალთ! ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველო ბოლო წუთებს ითვლის. ბოლო წუთებს ითვლის მხოლოდ ის, რომ ყოველგვარი უარყოფითი და ნეგატიური მოაშოროს უფალმა.

,

ჩემი საქართველო ძლიერია!
ჩემი საქართველო უკვდავია!
ბოროტება დამარცხდება და განიწმინდება ჩემი ქვეყანა. უფლის საცერი იცრება − ნუ გავიწყდებათ! − და გაიცრება ბოლომდე. უფლის მახვილი არ დაგინდობთ საქართველოს მოღალატეებს. ამინ!

მე კი არ გამშვიდებთ, არამედ გეუბნებით იმ რეალობას, რასაც ვხედავ. მე გატყობინებთ მომავალს, ვინაიდან არ მინდა, ჩემმა ხალხმა ინერვიულოს იმაზე, რაც არ მოხდება, რაც გამორიცხულია.
და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: საქართველო ერთ−ერთი ძლიერი ქვეყანა იქნება მსოფლიოში!

.

„ჩემი ფენომენი ისეთი ფენომენია, რომელიც არავისგან არ გადაიცემ-გადმოიცემა, ეს კოსმოსიდან მოდის. მე ასეთი დავიბადე. როცა დედამიწას, ხალხს უჭირს, აი, მაშინ იწყება საოცარი ხედვები და პირდაპირ კოსმოსიდან მოდის ინფორმაცია. 17 წლის რომ ვიყავი, უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ 43 წლის ასაკში თაკოს გავაჩენდი“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლელა კაკულია.

,

„რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამობრძანდება და კარს მიღმა ზუსტად აფხაზეთის დაბრუნება გადაწყდება", - წერს ლელა კაკულია.


.
იგი ირწმუნება, რომ ჯერ კიდევ 2002 წლის 13 სექტემბერს, დილის 5 საათზე ასეთი რამ იწინასწარმეტყველა:

,
„ვხედავ, რუსეთი მოულოდნელად შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. პანკისი კი არა, აფხაზეთს გვიბრუნებს თავისი ხელით. სამაჩაბლო იწმნიდება, ხალხი საკუთარ კერას უბრუნდება", - წერს ლელა კაკულია.

.

პუ­ტი­ნის გაქ­რო­ბით კავ­კა­სია წყნარ­დე­ბა, ასე ვთქვათ, შე­უ­რიგ­დე­ბა რუ­სეთს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლად იქ­ნე­ბა.


პუ­ტი­ნის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სახე და სან­დო­მი­ა­ნი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ ბევ­რი ეშ­მა­კი მოვა კრა­ვის ტყავ­ში გახ­ვე­უ­ლი. კი­დევ ვი­მე­ო­რებ: მას მოკ­ლა­ვენ მუს­ლი­მე­ბი. მოკ­ლედ რუ­სეთს რთუ­ლი დღე­ე­ბი ელის.

,

1999 წელი, 29 სექტემბერი, დილის 7 საათი


.

რუსეთის მთავრობაში დიდი დაპირისპირებები იქნება. პუტინი პოლიტიკაში გამოამჟღავნებს სისუსტეს. იგი არ არის პოლიტიკოსი. ელცინის ჯგუფმა იგი იმიტომ მოიყვანა, რომ ეგონათ, წინააღმდეგობას და ბუნტს არ დაიწყებდა, მათ მითითებებს შეასრულებდა, რომ თვინიერი პიროვნებაა, მაგრამ მას დიდი კრახი მოაქვს რუსეთისთვის.


პუტინი ღუპავს რუსეთს!

,


2000 წელი, 21 მარტი, საღამოს 6 საათი.

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განწირულია. მისი პოლიტიკა არ გაამართლებს, იმიტომ, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი. ის მეომარია. არც არავის დაუგდებს ყურს, იგი დიქტატორია. დაერევა პარლამენტს - "დუმას", არ მისცემს არავის მისი ლანძღვის საშუალებას - პირდაპირ სამაგიეროს გადაუხდის. რუსეთის მთავრობა შეირყევა. თავდაპირველად მოწონთ მისი ნაბიჯები, მერე კი ყველა გამწარდება. ამაზე პრესაც ალაპარაკდება. ევროპასა და ამერიკასაც გააღიზიანებს, ძალიან გათავხედდება, ბევრს გადაიმტერებს. ამ პიროვნებაში მიძინებული სატანაა. ვაი ყველას! იგი დიდ დარტყმას მიაყენებს არა მარტო მთავრობას - კრემლს, არამედ რუს ხალხსაც. ომს არ ამთავრებს, "ომი მოწონს თითქოს!" - ასე იტყვიან კიდეც. ბევრს დაიპირისპირებს და მტრად გაიხდის ძლიერებს ამ ქვეყნისა. ჰოდა, აქედან დაიწყება ყველაფერი. პუტინი არც კომუნისტებს მოწონთ მომავალში, არც დემოკრატებს და არც ანარქისტებს - ისინი მოუღებენ ბოლოს.


პუტინის გაქრობით კავკასია წყნარდება, ასე ვთქვათ, შეურიგდება რუსეთს, მაგრამ ყველაფერი რთულად იქნება.

.

პუტინის მოჩვენებითი სახე და სანდომიანი გამომეტყველება ნიშნავს, რომ ბევრი ეშმაკი მოვა კრავის ტყავში გახვეული. კიდევ ვიმეორებ: მას მოკლავენ მუსლიმები. მოკლედ რუსეთს რთული დღეები ელის.

.
2001 წელი, 28 აპრილი.


რუსეთის პრეზიდენტს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ პრეზიდენტ პუტინის სისხლიან მაისურს; ვხედავ, როგორ მიაქანებენ საკაცით საავადმყოფოში. ერთი ტყვია გულთან გაივლის, მეორე ფილტვს უხვრეტს. ამჯერად გადარჩება, მაგრამ მეორე ტერორს კი ვერ გადაურჩება. ეს სნაიპერია -


შიგ შუბლში მოარტყამს. ვხედავ უკან გადავარდნილ, მკვდარ პრეზიდენტს! საშინელებაა!

.

2013 წელი, 26 მაისი.

.

რუსეთში, ვხედავ, ძალიან დიდი ცვლილებებია. პუტინის გუნდი იშლება და იგი ქმნის ახალ პარტიას, მაგრამ ბედისწერას ვერ გაექცევა. პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობით თავად იქმნის პრობლემებს და ზუსტად ამ პრობლემებს შეეწირება. ასევე ჩიხშია მოქცეული დღევანდელი პუტინისეული პოლიტიკა - განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკასთან მიმართებაში. პუტინი ამერიკას ჰპირდება ერთს, მაგრამ აკეთებს სხვას. რა თქმა უნდა, შეთანხმებულად ამერიკა და რუსეთი არასდროს იმოქმედებენ.


,

პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. იცის კიდეც, მაგრამ მაინც თავის პოლიტიკას ატარებს. რატომაც არა, როცა მთელი რუსეთი მუჭში ჰყავს მომწყვდეული?! მაგრამ...

.


მე ძალიან კარგად ვიცი, ვის რა ელის და ვინ როგორ დაამთავრებს. ერთადერთმა მე ვიცი ეს მთელ მსოფლიოში და რასაც ვწინასწარმეტყველებ, ის სიტყვა-სიტყვით სრულდება ყოველთვის. ჰოდა, ახლა გეუბნებით, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველაფერი იცვლება მომავალში რუსულ პოლიტიკაში რუსი ხალხის სასიკეთოდ და... ერთ ფრაზას ვიტყვი მხოლოდ: მედვედევი რჩება.

0
528
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0