x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ფუ რა საშინელი ხალხი ვართ, გულის ამრევი, თუ არაფრის ტრ@კი არ გვაქვს დავდუმდეთ მაინც"- დათო ლიკლიკაძე

image


ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს ეხმაურება ვინც ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ ჭირისუფალთან ჩაწერილი ინტერვიუს გამო თეკლა ტაბატაძეს, საზოგადოების წინაშე მოხდილი ბოდიშის მიუხედავად მაინც მწვავედ აკრიტიკებს და პარალელურად ნანგრევებში დაღუპულებს გლოვობს.


ლიკლიკაძის თქმით, მათი მხრიდან ასეთ გლოვას ფასი ნამდვილად არ აქვს.


"ორი დღეა თან რომ გლოვობ და თან ახალგაზრდა ჟურნალისტს რომ ათრევ კედელ-კედელ. შეცდომაზე, რომელზედაც განაცხადა ამ გოგომ რომ მისი ბრალია, განიცდის და გული ტკივა. ვის უნდა ასეთ დროს შენი გლოვა? ვინ ხარ, ვინ სიკვდილი ხარ ყველა ცოდვას ამ დროს ახალგაზრდა გოგოს რომ აკიდებ? გავეშებული საზოგადოება, რომელსაც სურს ვირზე შესვას კოლეგა და მანაც ესროლოს ტალახი, იმ ენით აუწერელ ტრაგედიაზე კი არ დუმს, არამედ ეძებს იმ ვიდეოს და იძახის-“დამილინკეთ ერთი რა თქვა ამნაირი”… ფუ რა საშინელი ხალხი ვართ, გულის ამრევი. შევაფასოთ რომ ცუდია რაც გააკეთა, დავგმოთ კი ბატონო, რადგან არ იცოდა (სავარაუდოდ), რომ პატივი უნდა ეცა ჭირისუფლისთვის. მაგრამ ასეთი აგრესია? რა საცოდავები ხართ როცა დაბოღმილი, ერთ კაფანდარა გოგოს ლანძღავთ აუტანელი სიტყვებით. ვის რად უნდა თქვენი გლოვა? როცა ასე უსამართლოა სამყარო, როცა სხვათა ბიზნესს ბავშვები ეწირებიან. იღუპებიან საშინელი სიკვდილით, თუ არაფრის ტრაკი არ გვაქვს დავდუმდეთ მაინც. დავდუმდეთ ბატონებო! მე ორი დღეა დავდუმდი, რადგან არ ვიცი რა ვქნა…"- წერს ლიკლიკაძე.


შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ჟურნალისტმა თეკლა ტაბატაძემ მაყურებელს რამაზ დავლაძესთან ინტერვიუს ჩაწერის გამო ბოდიში მოუხადა.


მამაკაცს, რომელსაც გუშინ მეუღლე და შვილი დაეღუპა, მან კომენტარი სთხოვა, რაც მაყურებლის კრიტიკის მიზეზი გახდა:


"ბოდიშს გიხდით. ვუყურე ჩემს თავს და ვიღებ თქვენს კრიტიკას. ცივ გონებაზე ვიაზრებ მომხდარის არაეთიკურობას. ახლა მიწევს მტკიცება არამხოლოდ იმის, რომ გულქვა არ ვარ, არამედ იმისაც, რომ არ არსებობს კომენტარი, რომელიც შვილმკვდარი მამის ისტორიაზე უფრო მნიშვნელოვანია (მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ჯერ არ იყო ცნობილი არც ცოლის და არც ბავშვების გარდაცვალების შესახებ). ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში ჭირისუფალს, თუ ჩემი კითხვით ოდნავ მაინც გავუმძაფრე დიდი ტკივილი. ვუხდი ბოდიშს მაყურებელს და "ტვ პირველის" გუნდს. მათ ვისაც დღეს მთელი დღეა უწევს ამ ლანძღვის ატანა", – ვკითხულობთ თეკლა ტაბატაძის პოსტში.




0
1048
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1048