x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ლევან გაჩეჩილაძის სახლში ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს ეძებდნენ" -  რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე ვერაზე, ანჯაფარაძის ქუჩაზე ონლაინ-პლატფორმა "Feedc"-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარცხელიას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მკვლელებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს რომ მათ თავიდან ლევან გაჩეჩილაძის სახლში ეძებდნენ: "ლევან გაჩეჩილაძის სახლში რომ საგამოძიებო მოქმედებები (ჩხრეკა) ჩატარდა და ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს ეძებდნენ, ვაკე რატომ არ იმჩნევს?! შერჩევითი პროტესტი არ მოგწყინდათ?" - წერს გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წყნეთში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელები დააკავა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს. უწყების განცხადებით, მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს. ცნობისთვის, ნიკო კვარცხელია თბილისში, ანჯაფარაძის ქუჩაზე 16 სექტემბერს ნაქირავებ სახლთან მოკლეს. ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ნიკა კვარაცხელია გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა მის შავ სამყაროსთან კავშირს ოჯახის ახლობლები და გარდაცვლილის ნაცნობები კატეგორიულად უარყოფენ.






0
1059
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1059