x
მეტი
  • 16.10.2021
  • სტატია:115017
  • ვიდეო:354118
  • სურათი:488862
სტუდენტმა ქალის ფორმა გადაიცვა,რათა ყოფილს კარი გაეღო და სახეში მჟავა შეესხა(ვიდეო)
image

მილადმა ყველა წვრილმანი დეტალი გათვალა, მაგრამ იგი მაინც დაიჭირეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ, ბიჭს ოთხი წლის განმავლობაში მოუწევს მჭიდროდ ითანამშრომლოს პოლიციასთან, რადგან ის საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.


ამ დღეებში აღმოსავლეთ სასექსის სასამართლომ 25 წლის სტუდენტ-მედიკოსს მილად რუფს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაგრამ გათავისუფლების შემდეგ - თუნდაც პირობითად - ბიჭს მოუწევს რეგულარული შემოწმება უახლოეს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ოთხი წლის განმავლობაში, რადგან ის სახიფათოა საზოგადოებისათვის .

image


მიმდინარე წლის მაისში მილადი თავს დაესხა ყოფილ შეყვარებულს, - რიმ ალავის.


ახალგაზრდები ერთად სწავლობდნენ სამედიცინოზე, სადაც მათ გადაწყვიტეს ურთიერთობის გაგრძელება სხვა სიბრტყეში. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გოგონამ გააცნობიერა, რომ მასთან ვერ ააწყობდა ურთიერთობას, დაშორდა მილადის და გადავიდა სხვა ქალაქში. ბიჭი ძალიან განაწყენებული დარჩა და არც აპატია თავის ყოფილ შეყვარებულს, თუმცა ეს შურისძიება უსასტიკესი იყო.

image

მან იყიდა 60%-ი მჟავა და ბევრი ტანსაცმელი. სანამ მილადი რიმის სახლთან მივიდოდა მან ექსვჯერ გადაიცვა ტანისამოსი, ხოლო როცა ყოფილი შეყვარებულის სახლთან მივიდა, ის ვითომ შავკანიანი მსუქანი ქალი იყო - მაკიაჟით და სათვალეებით - მილადმა დააკაკუნა გოგონას კარზე. როდესაც მან კარი გააღო, მან გადასცა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ აფრიკელი ამერიკელების სიცოცხლე ასევე მნიშვნელოვანია. რიმი დაიხარა, რათა წვრილად დაწერილი ტექსტი წაეკითხა და ამ დროს არამზადამ მჟავაც შეასხა.ნივთიერება მოხვდა გოგონას სახეზე, კისერზე და მკლავებზე.

image

რიმის განწირულ ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ, რომლებიც დაეხმარნენ გოგონას მჟავის ჩამორეცხვაში.მათვე გამოიძახეს სასწრაფო.


მჟავა იმდენად ძლიერი იყო, რომ კარის ზღურბლზე საღებავი დაშალა.


გოგონას ექვსი ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარეგნობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ახლა გოგონას არ შეუძლია კისრის მოძრაობა და ერთი თვალით დაბრმავდა.


მილადი საკმაოდ სწრაფად დაკავეს. თავიდან იგი უარყოფდა დანაშაულს, მაგრამ შემდეგ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, მოუწია აღიარება. ადვოკატმა მოითხოვა ვადის შემცირება იმ დეპრესიის გამო, რომელშიც ბიჭი დედის გარდაცვალების შემდეგ განიცდიდა, მაგრამ სასამართლო შეუვალი იყო.

image

მილადი მედიკოსი იყო და მშვენივრად ესმოდა, რასაც ელოდა თავის ყოფილ შეყვარებულს ასეთი ქმედების შემდეგ.


0
187
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0