x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
50 წლის წინ ყარაყუმში გეოლოგების დაუდევრობით ჩავარდა მიწა, საიდანაც მუდმივად ამოდის ცეცხლი და ამის გამო მას "ჯოჯოხეთის კარიბჭე" უწოდეს
image საბჭოთა გეოლოგები თავის დროზე ვერ წარმოიდგენდნენ რომ მათი შეცდომის გამო უდაბნოში გაჩნდებოდა ადგილი, რომელიც ათასობით ტურისტს იზიდავს და მისი ცეცხლოვანი მდგომარეობის გამო "ჯოჯოხეთის კარიბჭე" უწოდეს.


თუ მოხვდებით ყარაყუმის უდაბნოში ღამით, დარვაზის დანგრეულ და მიტოვებულ სოფელთან ახლოს (სოფელი აშხაბადიდან დაშორებულია 270 კილომეტრით), დაინახავთ სულისშემძვრელ და მძიმე სანახაობას-ესაა ნახევარი საფეხბურთო მოედნის ზომის ორმო რომელიდანაც ცეცხლის ენები ამოდის და წამითაც კი არ ქრება უკვე 50 წელია.


ბუნებრივია "ჯოჯოხეთის კარიბჭიდან" დღისითაც ამოდის ბოლი და ცეცხლი, მაგრამ ამის დანახვა უდაბნოში შორი მანძილიდან ჭირს, როცა ღამით ათეულობით კილომეტრების მანძილზეა შესაძლებელი მისი დანახვა.
image 10-15 მეტრი სიმაღლის ცეცხლის ენები მუდმივად ამოდის ორმოდან, რომელსაც ცეცხლი უკიდია ყველგან, ყველა ნაპრალიდან გამოდის ცეცხლის ალი.


თურქმენეთში თითქმის ყველა ტურისტული ოპერატორი ტურისტებს სთავაზობს ტურის მარშუტად "ჯოჯოხეთის კარიბჭის" მონახულებას, ზოგიერთი ტურ ოპერატორი კი კარვებსაც კი სთავაზობს ღამისთევით ცეცხლოვან ორმოსთან მაქსიმალურ სიახლოვეს გაჩერების მსურველებს, რადგან ცეცხლოვანი ორმო ღამით ბევრად შთამბეჭდავი და სანახაობრივია ვიდრე დღისით.



თურქმენეთი "ჯოჯოხეთის კარიბჭის" შექმნას საბჭოთა გეოლოგებს უნდა უმადლიდეს, მათ 1971 წელს დააფიქსირეს აქ გაზის საბადო, სადაც აირის ამოსაქაჩაი დანადგარები დაამონტაჟეს და მუშაობას შეუდგნენ, მუშაობის პროცესში მთელი ტექნიკა-დანადგარები მოულოდნელად გახსნილ მიწაში ჩავარდა და თან ჩაიტანა, საბედნიეროდ პერსონალში მსხვერპლი არ ყოფილა.


სოფელს გაჟონილმა აირმა პრობლემები შეუქმნა, ადამიენები ოჯახებით ეცლებოდნენ ადგილს, სადაც აირი ბატონობდა და სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა ირგვლივ ყოველივე სულიერს.


გეოლოგებმა იფიქრეს, იფიქრეს და მიიღეს გადაწყვეტილება ცეცხლი წაეკიდებინათ საბადოსათვის, ამოიწვება რამდენიმე დღეში ან უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმე კვირაშიო, მაგრამ იმ დღიდან 50 წლის შემდეგაც კი ეს ცეცხლოვანი ორმო დღესაც იწვის.


სოფელი საბოლოოდ მთლიანად გაასახლეს 2004 წელს. 2010 წელს თურმენეთის პრეზიდენტმა ნახა "ჯოჯოხეთის კარიბჭე" და განაცხადა: ეს ყოველივე ხალხს საფრთხეს უქმნის და აუცილებელია ორმოს მიწით ამოვსებაო, მაგრამ როგორც ხედავთ ცეცხლოვანი ორმო დღემდე იწვის.


ერთადერთი რაც გააკეთა ხელისუფლებამ, ეს ტურისტების უსაფრთხოების მიზნით ცეცხლოვანი ორმოს შემოსაზღვრაა.
imageimage 2013 წელს კანადელმა მკვლევარმა სპეციალური ეკიპირებით (კოსმონავტის კომბინეზონით და კევლარის თოკებით) ჩააღწია ცეცხლოვან ორმოში და სხვადასხვა კუხეში აიღო სინჯები.


გამოკვლევების დამთავრების მერე კი განაცხადა, რომ ცეცხლის მუდმივი მოქმედების მიუხედავად ორმოში ცხოვრობენ ბაქტერიები რომლებიც დედამიწის ზედაპირზე არსად არაა დაფიქსირებული.


ადგილობრივების თქმით, ადრე "ჯოჯოხეთის კარიბჭიდან) ბევრად მაღალი ცეცხლის ენები ამოდიოდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ კიდევ 50 წელი და "ჯოჯოხეთის კარიბჭე" გაქრება.





0
104
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
104