x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სამკვირიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროელი მამაკაცი საგარეჯოში გარდაცვლილი ნახეს
image


სამი კვირის წინ ე.წ. ჩალაუბნის ტეკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარებული დედოფლისწყაროში მცხოვრები 35 წლის ლევან ბეჟაშვილი გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულშია ნაპოვნი. არადა მისი ძებნა ჩანაუბნამდე მიმდინარეობდა. ერთერთი ვერსიით, გარდაცვლილის ცხედარს მოქალაქეებმა მიაგნეს და პოლიციას შეატყობინეს.

.

ინფორმაცია დედოფლისწყაროს ტელევიზიას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ცხედარი მზისგულში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე პოლიციამ იპოვა. ეს სოფელი გურჯაანის სოფელ კაჭრეთს ესაზღვრება. ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.



ამ ეტაპზე პასუხგაუცემელია შეკითხვა, რა გზით და რატომ აღმოჩნდა დაკარგული მამაკაცი საგარეჯოს სოფელში, მაშინ როცა პირიქით, ის ჩალაუბნიდან დედოფლისწყაროში დაბრუნებას ცდილობდა, მზისგული კი თბილისის მიმართულებით, უკან გაბრუნებას ადასტურებს. სავარაუდოდ, მოკვლევა 115-ე მუხლით არ დაიწყება და პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიას არ ამუშავებს. სამინისტრო მუხლს ჯერ კიდევ აზუსტებს.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ცნობით, სამაშველო სამსახურების გარდა დაკარგულ მამაკაცს დედოფლისწყაროში შექმნილი მოქალაქეთა მოხალისეობრივი ჯგუფიც ეძებდა. დედოფლისწყაროდან ჩალაუბნამდე ტერიტორიია მოხალისეებმა შეამოწმეს. გადაისინჯა ხორნაბუჯის ციხის მიმდებარე ტყეც.

,

ბეჟაშვილის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მისმა შვილმა რამდენიმე დღით ადრე ტელეფონი დაკარგა და ოჯახს სხვების დახმარებით ეკონტაქტებოდა. ბოლოს კი დედას დაურეკა და აცნობა, რომ სოფელ ჩალაუბანში იმყოფებოდა და სახლში დაბრუნებას უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა.


როგორც დაკარგულის ახლობლებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, უკანასკნელი ზარი მამაკაცმა ოჯახში უცნობი გამვლელის ტელეფონიდან განახორციელა.


"17 სექტემბერს დამირეკა თბილისიდან და მითხრა, რომ ტელეფონი დაკარგა, ამიტომ სხვების ტელეფონით მეკონტაქტებოდა. 19-შიც დამირეკა და მითხრა, რომ ტაქსით მოდიოდა დედოფლისწყაროში. მერე ჩალაუბნის ე.წ ტეკიდან დამირეკა, რომ ტრანსპორტს ელოდებოდა დასაბრუნებლად. მას შემდეგ მისი კვალი ქრება. ვეძებთ ყველგან, ჩვენც პოლიციაც, სამაშველოც, მეგობრებიც მაგრამ არსად ჩანს." -- აღნიშნავდა დაკარგულის დედა, ნათელა ბუჩუკური.

0
600
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0