x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოში 15 ყველაზე უცნაური ენაა: კვენია, ვოლაპიუკი, ტუიუკა, ლინკოსი..

image


სტატიაში წარმოგიდგენთ 15 ყველაზე უცნაურ, ხელოვნურ ენას:


1.აიაპანეკო


image

ეს ენა გაქრობის პირასაა, რადგან მისი უკანასკნელი მატარებლები, უკანასკნელი "მოჰიკანები" უარს ამბობენ ერთმანეთთან საუბარზე. აიაპანეკოს ენაზე მექსიკაში საუკუნეების განმავლობაში საუბრობდნენ. ამ აბორიგენულ ენაზე საუბარი მხოლოდ 2 ადამიანს შეუძლია დღეს, თუმცა ამის სურვილი არ აქვთ.


2. !Xoo - 122 თანხმოვნიანი ენა

ესაა 3000-მდე აბორიგენის ენა ნამიბისა და ბოსტვანაში (აფრიკა). გამოირჩევა ფონემების რაოდენობით, მოიცავს 58-დან 122-მდე თანხმოვანს, 31 ხმოვანსა და 4 ინტონაციას.

3. არჩინული ენა - ენა 1, 5 მილიონი ზმნის დაბოლოებით (დაღესტანი);

4.ანალი (ან ნამფაუ) - არც ისე სასიამოვნო სახელი აქვს, მაგრამ ამ ენაზე საუბრობს 23 000 ადამიანი. ანალის ტომი ცხოვრობს ინდოეთში, მანიპურისა და მიანმას შტატებში. 23 000 ადამიანი ამ შტატებში საუბრობს საკუთარ ენაზე, რომელსაც ჰქვია "ანალი", ან "ნამფაუ". სახელწოდება "ანალი"-ს წარმოშობა ბოლომდე გარკვეული არაა. ერთი ვერსიით, იგი უკავშირდება ინდურ გვარს "აგნალი". მეორე ვერსიით, იგი მოდის სიტყვისაგან "ანან", რაც ნიშნავს "სუფთას".

5.ნავი - ჯეიმზ კამერონის 2009 წლის ფილმისათვის "ავატარი" შექმნილი სპეციალური ენა


image

6. კლინგონის ენა - ენათმეცნიერ მარკ ოკრანდის მიერ შექმნილი ენა სპეციალურად კლინგონებისათვის (სამეცნიერო-ფანტასტიკური სატელევიზიო სერიალის "ვარსკვლავური გზა" ერთ-ერთი რასისათვის);

7.რაჩასაპი (სამეფო ენა) - ენა ტაილანდის მეფესთან კომუნიკაციისათვის;

8.ტოკი პონა ("კარგი ენა", "კეთილი ენა") - უმარტივესი ენა, 12 ფონემით; კანადელი ლინგვისტის, კისას მიერ შექმნილი;

9.ესპერანტო - სპეციალურად საერთაშორისო ურთიერთობებისათვის შექმნილი ენა. შექმნა ვარშაველმა ექიმმა და ენათმეცნიერმა ლაზარე (ლუდვიგ) ზამენჰოფმა;

10.ვოლაპიუკი - მისი ანბანი ეფუძნება ლათინურ ენას და მოიცავს 27 ნიშანს;

11.ლოგლანი (ინგ. "ლოგიკური ენა") - სპეციალურად ლინგვისტური კვლევებისათვის 1955 წელს შექმნა ინგლისელმა მეცნიერმა, ჯეიმზ კუკ ბრაუნმა;

12. კვენია - ინგლისელმა ლინგვისტმა, ფილოლოგმა და მწერალმა, ტოლკინმა შექმნა. ესაა უმაღლესი ელფების ენა ("ბეჭდების მბრძანებელი");

13. ლინკოსი - მეცნიერების მიერ უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციისათვის შექმნილი კოსმოსური ენა

image

14.ტუიუკა - ენა 140 სქესის კატეგორიით


image

დედამიწის ერთ-ერთ რთულ ენაზე, ტუიუკაზე საუბრობს აბორიგენული ტომი (500-1000 წევრამდე), რომელიც ცხოვრობს კოლუმბიასა და ბრაზილიის ამაზონას შტატში.

15. სილბო-გომერო - სტვენის ენა

image

სილბო-გომეროს ენაზე საუბრობენ კანარის კუნძულენის მცხოვრებნი. "ანბანი" შედგება სულ 2 ხმოვნისა და 4 თანხმოვნისაგან, რომელიც სტვენით გადმოიცემა, გამოითქმის. ესაა ესპანური დიალექტის სტვენია ფორმა.

0
317
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0