x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
"იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას"- ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია მათ არხზე, მისი ახალგაზრდა კოლეგის მიერ, ბათუმში მომხდარი საშინელი ტრგედიის ადგილზე, ჭირისუფალთან ჩაწერილი სინქრონის გამო, საჯარო ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ასეთ ჟურნალისტიკას ის კატეგორიულად ემიჯნება: "ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო ან ჩავწერო, მისი ნებართვის გარეშე. ეს იმ რეაქციის პასუხად, რაც ტვ“პირველის“ ჟურნალისტის სინქრონს მოყვა.. იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას. მთავარმა პროდუსერმა განმარტა, რომ შვილებგარდაცვლილ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი. ვიდარდე მთავარი პროდუსერის ნაცვლად, რომელიც ორი დღეა, უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და ისიც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა(((((((( ისე ვწუხვარ..ისე(((((((. მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე…….ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო, მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს, !! ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა ( მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე)….. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში. იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ “პირველის“ თანამშრომელი. ბოდიში!"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


image




0
1465
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1465