x
მეტი
  • 28.11.2021
  • სტატია:115210
  • ვიდეო:352757
  • სურათი:489176
ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში -გელა დაიაური
image
პოეტი გელა დაიაური, რომელსაც ოჯახი- მეუღლე და სამი შვილი, 11 წლის წინ, მუცოს ხეობაში დაეღუპა, აჭარაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უსამძიმრებს კაცს, რომელმაც, მის მსგავსად, მეუღლე და შვილები დაკარგა.


"ჩემთვის უცნობო აჭარელო ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში... როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის!!!! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა. .. რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიღწევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი. სულით და გულით გითანაგრძნობ და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს!!! არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით!!!"-წერს გელა დაიაური.

შეგახსენებთ, 2010 წლის 22 ივლისს, სოფელ მუცოსთან დატრილდა საშინელი ტრაგედია, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა, რომელმაც შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.მათ შორის იყო გელა დაიაურის ცოლ-შვილი, პოპულარული მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე თეონას და – ნათია.ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად… საჭეს ბერდია არაბული მართავდა. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში მან ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.



გუშინ, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ახლაც გრძელდება.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 გარდაცვლილია. ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს - კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა - სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.

მთავრობის გადაწყვეტილებით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.


საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0