x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115499
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
დასახელდა აშშ-ს 5 ყველაზე გამანადგურებელი იარაღი
ამერიკულმა გამოცემა 19Forty Five-მა ჩამოთვალა აშშ -ს სამხედრო საჰაერო ძალების ყველაზე სასიკვდილო იარაღები.


სიაში პირველი ადგილი დაიკავა "ყველა ბომბის დედამ"-თითქმის ათტონიანმა GBU-43 /B MOAB/-მა(Massive Ordnance Air Blast) მძიმე საჰაერო ჭურვი- საბრძოლო მასალა, რომელიც პირველად გამოიყენეს 2017 წელს ავღანეთში.

შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებს აქვთ 15 ერთეული GBU-43 / B MOAB.

image


შემდეგი არის B-52 Stratofortress სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელიც პირველად ცაში აიჭრა 1952 წელს. სულ აიგო 744 ასეთი თვითმფრინავი. ”მას შეუძლია ყველაფრის ტრანპორტირება: ბირთვული ბომბები თუ ჩვეულებრივი ბომბები, ფრთოსანი რაკეტები და ჰიპერბგერითი რაკეტები. ის ძირითადად ატარებს მართვად ბომბებს, როგორიცაა Joint Direct Attack Munition (JDAM) “, - ნათქვამია გამოცემაში.

image

სიაში მესამე უკავია "უჩინარ"სტრატეგიული ბომბდამშენ B-2 Spirit-ს რომელსაც აქვს "ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საბრძოლო მისია შესრულებული". "მას შეუძლია გაფრინდეს შეერთებული შტატებიდან და შეავსოს საწვავი, ჩამოაგდოს ბომბი სხვა კონტინენტებზე და შემდეგ დაბრუნდეს შინ", - წერს 19 FortyFive.

image

რეიტინგი სრულდება მეხუთე თაობის გამანადგურებლებით F-35 Lightning II და F-22 Raptor-ით

image

მცირე დამატებითი ინფორმაცია GBU-43 /B MOAB-ზე-მოქმედების ხასიათით MOAB არის ფუგასური ბომბი. მისი სიგრძეა 9, 19 მეტრი, ხოლო დიამეტრი 102, 9 სმ, წონა 9 500 კგ, რომელთაგან 8 500 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე მოდის. ასაფეთქებელ ნივთიერებად გამოიყენება ავსტრალიური ფირმის წარმოებული ნივთიერება H-6. ეს ნივთიერება არის ჰექსოგენის, ტროტილის და ალუმინის ფხვნილის ნაზავი და 1, 35 ჯერ მძლავრია ჩვეულებრივ ტროტილთან შედარებით. აფეთქების სიმძლავრე შეადგენს 11 ტონას ტროტილის ეკვივალენტში, დაზიანების რადიუსი 140 მეტრამდე, ნაწილობრივი ნგრევები ფიქსირდება აფეთქების ეპიცენტრიდან 1, 5 კილომეტრის დაშორებით.


MOAB-ი საბრძოლო დანიშნულებით პირველად გამოიყენეს 2017 წლის 13 აპრილს ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე განხორციელებული ავიადარტყმისას. ამ ავიაიერიშის შემდეგ, პრესის სხვადასხვა წარმომადგენლებმა მას უწოდეს ყველაზე დიდი კონვეციური ბომბი, რაც ოდესმე გამოყენებულა ბრძოლაში.

1
369
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
369
  
27 ოქტომბერი, 1:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1