x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მუშები კი არა საზედამხედველო სამსახურის ჩინოვნიკებია დასაკავებელი

image ნათუმში მომხდარმა ტრაგედიამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტოს სამართლებრივად კორპუსებზე დაშენების აკრძალვის მიღება.
როცა ობიექტი გათვლილია 5 სართულზე ის აპრიორი უნდა იყოს 5 სართულიანი და არავითარი დაშენების და მიშენების ნებართვა არ უნდა გასცეს ქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა.
სანამ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს თუ რამ გამოიწვია სადარბაზოს ჩამონგრევა ბათუმში, მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ.
საყრდენი კედლის გამოღების თემაზე გაიჟღერა ბათუმში მომხდართან დაკავშირებით რამდენიმეჯერ ინფორმაციამ, სად იყო ქალაქის მერია?, სად იყო ზედამხედველობის ან არქიტექტურის სამსახურები?, ან მაშინ სად იყვნენ როცა 5 სართულიან ობიექტს თითქმის ორი სართული დააშენეს?
მუშების დაკავება სრული მარაზმი და იდიოტობაა, მუშა ასრულებს დავალებას რომელსაც უსახავენ, რატომ არ დააკავეს სამუშაოთა მწარმოებელი და ზოგადად მერიის შესაბამისი სამსახურის ის ჩინოვნიკები რომლებსაც ევალებოდათ სამსახურეობრივად ენახათ ნებართვის გაცემამდე შესასრულებელი სამუშაოები, განეხილათ მოსალოდნელ გართულებაზე და გადაეწყვიტათ დასაშვები იყო თუ არა მზიდი კედლის გამოღება.
დაშენება-მიშენების ბუმია საქართველოში და ამას გრძელვადიან მომავალში კარგი არაფერი მოჰყვება, არავინ იცის და არავინ ამოწმებს თუ როგორია კონსტრუქციის მდგრადობა, როგორია მასალის ცვეთადობა და ზოგადად არავინ ამოწმებს ასე კუსტარულად მიმდინარე მშენებლობებზე გამოყენებული მასალების გამძლეობას, მარკას თუ ხარისხს.
სწორედ ამან მიგვიყვანა ტრაგედიამდე, ვიღაცის დაუდევრობით ოჯახები არ უნდა ნადგურდებოდეს.
მიმოიხედეთ ირგვლივ და დაინახავთ თუ რამდენი ასეთი ხაფანგია დღეს საქართველოს ქალაქებში და ჯერ კიდევ რამდენი ხაფანგი შენდება ასეთი ხერხებით.
უნდა შეიქმნას პრეცენდენტი როცა დაისჯება უკანონო მდა საფრთხის შემცველი მშენებლობისათვის ნებართვის გამცემი ჩინოვნიკი თუ ჩინოვნიკთა ჯგუფი, რათა შემდეგში მაინც ავირიდოთ მსგავსი ტრაგედიები ქვეყანაში.
დააკვირდით ამ სურათებს და მიხვდებით თუ რა საფრთხის მატარებელია თითოეული ეს მიშენება თუ დაშენება.
imageimageimageimageimage





0
249
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0