x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ორი საბჭოთა პილოტის გაქცევა ამერიკაში და ერთის ტრაგიკული ბედი
image

1948 წლის 9 ოქტომბერს საბჭოთა მფრინავები, დიდი სამამულო ომის მონაწილეები და სახელმწიფო მედლებით დაჯილდოებულები, პეტრე პიროგოვი და ანატოლი ბარსოვი დასავლეთში გაიქცნენ. ქვემოთ გაეცნობით ორი პილოტის ისტორიას, რომელიც ერთი მათგანისთვის ტრაგიკულად დასრულდა.


ბომბდამშენი Tu-2 კოლომიის საჰაერო ბაზიდან (კოლომია, სტანისლავსკის ოლქი, უკრაინის სსრ) აფრინდა და გაეშურა დასავლეთის მიმართულებით.

ისინი მიფრინავდნენ რუქების გარეშე - დასავლეთი მათთვის ჯერ კიდევ თეთრი ლაქა იყო. როგორღაც მიაღწიეს აეროდრომს. დაშვებისას ხუთქიმიანი ვარსკვლავი შეამჩნიეს შენობაზე. შიშისგან ცივმა ოფლმა დაასხათ. მაგრამ ვარსკვლავი ამერიკული აღმოჩნდა. ისინი ავსტრიაში, - მოკავშირეთა საოკუპაციო ზონაში, ამერიკული "ვოგლერის"საჰაერო ბაზის აეროდრომზე დაეშვნენ, გაქცევა წარმატებული გამოდგა.


image

პიროგოვს საბჭოთა კავშირიდან გაქცევის იდეა დიდი ხნის ჩაფიქრებული ჰქონდა. მოგვიანებით მან ჟურნალისტებს განუცხადა და თავის მემუარებშიც- "რატომ გავიქეცი" აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებული იყო საბჭოთა რეჟიმით. სინამდვილეში, გაქცევის გარემოებები, ისევე როგორც მისი მიზეზები, ძირითადად ცნობილია პეტრ პიროგოვის უკვე ზემოთ ნახსენები წიგნიდან, ასევე მისი მრავალრიცხოვანი ინტერვიუებიდან. პიროგოვის თქმით, შიშის და ტერორის ატმოსფერო სუფევდა საბჭოთა არმიაში როგორც ომის დროს, ასევე მის შემდგომ. მისი თქმით, სამხედრო დისციპლინა მუდმივად ირღვეოდა, სუფევდა ზნეობრივი- მორალური გახრწნა, ლოთობა.ხოლო უმაღლეს და ქვედა წოდების ჩინოვნიკებს შორის უფსკრული იყო გაჩენილი.

image

განსაკუთრებით, ის შეშფოთებულია იმ საბჭოთა მოქალაქეების ბედით, რომლებიც ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა და გადარჩნენ.სამშობლოში დაბრუნებულებს სასტიკად სჯიდნენ, ან გადასახლება ან დახვრეტა.


პიროგოვს გაქცევა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, საჭირო იყო პარტნიორი. მან ბარსოვი 1947 წლის მარტში გაიცნო. ის იყო ჯიუტი ადამიანი და მუდამ სამართლიანობის გრძნობით გამსჭვალული, რის გამოც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა. ბარსოვი დათანხმდა, მაგრამ გაჩნდა კითხვა: სად უნდა გავიქცეთ? რა თქმა უნდა, აშშ -ში. ომის დროს ამერიკელებს მეგობრებსა და მოკავშირეებს უწოდებდნენ. თუმცა შემდგომ ყველაფერი შეიცვალა, იწყებოდა "ცივი ომის" ეპოქა... „დამპალი კაპიტალიზმი“, „ჩაგრული მუშათა კლასი“ და სხვა სალანძღავი ეპითეტები ესმოდათ მუდამ. პიროგოვს და ბარსოვს არ სჯეროდათ ამის, ისინი უსმენდნენ "ამერიკის ხმას" და ოცნებობდნენ შტატებში მოხვედრაზე.



გაქცევისთვის კონკრეტული დღე არ იყო დაუნიშნიათ. გავფრინდეთ როცა გვინდა " ჩვენი განწყობის შესაბამისად", უფრო ზუსტად, ერთს უნდა ეთქვა მეორესთვის: "გეზი!" მეორეს კი უპასუხა: "გლისადო!"



უკრაინის ქალაქ კოლომიის სამხედრო აეროდრომიდან ავსტრიაში, ამერიკულ აეროდრომამდე დაახლოებით ერთი საათი მოუნდნენ. მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არ იყო, იმიტომ, რომ სსრკ -ს გარეთ არსებული ყველა ტერიტორია საბჭოთა რუქებზე მონიშნული არ იყო. დაჯდომისას, ბოლო წამებში ბარსოვმა დაინახა ხუთქიმიანი ვარსკვლავი ერთ-ერთ შენობაზე და სერიოზულად შეშინდა საქმე იმაშია, რომ ავსტრია დაყოფილი იყო ოთხ საოკუპაციო ზონად, სადაც მოკავშირე ჯარები იყვნენ განლაგებული. პილოტს ეგონა, რომ ისინი საბჭოთა საოკუპაციო ტერიტორიაზე მოხვდნენ . მაგრამ მათ გაუმართლათ - ვარსკვლავი ამერიკული იყო. საბჭოთა Tu-2 ბომბდამშენი დაეშვა ამერიკული აეროპორტის "ვოგლერის" აეროდრომზე,



პიროგოვი მიუახლობდა აშშ -ს წარმომადგენლებს და დამტვრეული ინგლისურით უთხრა-I is Russian pilot! Where is Lintz?( მე რუსი პილოტი ვარ! სად არის ლინცი?)


მალე ლტოლვილებს ავსტრიაში სსრკ-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი შეხვდა . აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავში იყო სამი კაცი, ბარსოვის და პიროგოვის გარდა კიდევ იყო მესამე-მსროლელი.მან მხოლოდ ცაში შეიტყო ფრენის დანიშნულების მიზანი. ამ პიროვნების სახელი დღემდე უცნობია, მან შინ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ისტორიამ არ შემოინახა არც მისი სახელი და ან რა დაემართა შემდგომ, ისიც უცნობია.


პიროგოვმა და ბარსოვმა, ბუნებრივია, საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე უარი თქვეს. ამერიკელებმა მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

image


მფრინავები შეერთებულ შტატებში გადავიდნენ მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ. მათ მისცეს ბინადრობის ნებართვა .

ჟურნალისტები მათ ბუზებივით ეხვეოდნენ. ინტერვიუში ყოფილმა საბჭოთა სამხედროებმა აღიარეს, რომ ისინი ვირჯინიის მონახულებაზე ოცნებობენ. რა თქმა უნდა, მათთვის მოეწყო ექსკურსია, რომლის დროსაც პიროგოვმა და ბარსოვმა დალიეს კოკა-კოლა და ითამაშეს პინბოლი.

image

პეტრე მოერგო ამერიკული ცხოვრებას, სწავლობდა ინგლისურს.რაც შეეხება ანატოლი ბარსოვს პირიქით, ის თავს ცუდად გრძნობდა, სამშობლოს ნოსტალგია მოეძალა დ დაიწყო სმა .

image

საბჭოთა საელჩო გამუდმებით ცდილობდა პილოტებთან შეხვედრას.პიროგოვმა არ ეკარებოდა მათ არც დათმობაზე წასვლას აპირებდა. აი ბარსოვი დაარწმუნეს, რომ დაბრუნების შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ და შემდგომ ამინისტია შეეხებოდა.


პიროგოვი ცდილობდა გადაერწმუნებინა მეგობარი, არ დაბრუნულიყო სსრკ-ში :"ტოლია არ დაბრუნდე, ძაღლივით დაგხვრეტენ"თუმცა მაინც დაბრუნდა, იგი 1950 წელს დახვრიტეს, თუმცა საბჭოთა პროპაგანდამ დამალა ეს ფაქტი.





1957 წელს მოსკოვში "ჟურნალისტთა სახლში" სიტყვით გამოდის "ანატოლი ბარსოვი".მან აღნიშნა, რომ 5 წელის გადასახლებაში იყო ომსკსა და ვორკუტაში და 1954 წელს გაანთავისუფლეს, მან აღნიშნა, რომ აშშ-ში მეფობს უმუშევრობა და ადამიანებს საშინლად ამცირებენ, ეს იყო სამარაცხვინო ცრუ სპექტაკლი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ ჩაატარა.




ამ პრესკონფერენციის მიუხედავად, პიროგოვს არ სჯეროდა, რომ მისი პარტნიორი ცოცხალი იყო. ეს ეჭვი მას შემდეგ გაუძლიერდა, როდესაც მისი მეგობრის სახელით ამერიკაში წერილი გაუგზავნეს . მიუხედავად იმისა, რომ კალიგრაფია მიმსგავსებული იყო, ტექსტი ძალიან წიგნიერად იყო დაწერილი, რაც არ იყო დამახასიათებელი გაუნათლებელი ბარსოვისთვის. პიროგოვი იმითაც მიხვდა წერილი ყალბი რომ იყო, რომ წერილის ბოლოში მიწერილი იყო "ბარსოვი"არა და სინამდვილეში მისი მეგობარი ხელსიმოწერის დროს ყოველთვის თავის ნამდვილ გვარს "ბორზოვს" წერდა.

image

თავად პიროგოვი შეუქცევადად იყო გამსჭვალული ამერიკული მენტალიტეტით. მან გამოსცა მემუარების წიგნი ინგლისურ ენაზე, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა ინგლისში. იყო მღებავი, ტაქსის მძღოლი, შეიცვალა ბევრი სამუშაო. დაქორწინდა რუსი ემიგრანტის ქალიშვილზე; მათ სამი ქალიშვილი შეეძინათ. პეტრე სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, გახდა სერტიფიცირებული ლინგვისტი და ასწავლიდა კიდეც. მხოლოდ პენსიაზე გასვლის დროს, 1986 წელს გადავიდა საცხოვრებლად ვირჯინიაში, სადაც ასე ისწრაფოდა ჯერ კიდევ 1948 წელს. მისი ამერიკული ოცნება ახდა, თუმცა, გარდაცვალებამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე.1987 წელს ის გარდაიცვალა.


მსგავს თემაზეimage

1) სტანისლავ კურილოვი-გემი "საბჭოთა კავშირი" ასრულებდა 20 დღიან კრუიზს წყნარ ოკეანეში ვლადივოსტოკიდან ეკვატორამდე . გემი არცერთი უცხო ქვეყნის პორტში არ შედიოდა, შესაბამისად, მოგზაურებს არც ვიზის გაფორმება სჭირდებოდათ. ტურისტები სვამდნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ და მხოლოდ ერთი მამაკაცი, მეცნიერ-ოკეანოლოგი სტანისლავ კურილოვი იდგა განც...

0
312
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0