x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"ბირთვული აფეთქების საფრთხე არ არის"-ამერიკული წყალქვეშა ნავი უცნობ ობიექტს შეეჯახა
image

წყალქვეშა ნავი დაზიანდა, დაჭრილები არიან ეკიპაჟის წევრები.



პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების Seawolf USS Connecticut ბირთვული წყალქვეშა ნავი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის საერთაშორისო წყლებში ჩაყვინთვისას უცნობ ობიექტს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, სუბმარინი დაზიანებულია, თუმცა, ის მწყობრშია.


ინციდენტი მოხდა 2 ოქტომბერს, თუმცა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პენდაგონმა მხოლოდ ახლა გააჟღერა.



ამერიკის სამხედრო დეპარტამენტის პრესსამსახური ირწმუნება, რომ წყალქვეშა ნავი "უსაფრთხო და სტაბილურ მდგომარეობაშია", არაფერი ემუქრება მისი ეკიპაჟის სიცოცხლეს, ხოლო ბირთვული მანქანური დანადგარი არ დაზიანებულა.იუწყება გამოცემა USNI News-ი.



თუმცა სამხედროები არ აზუსტებენ, იყო თუ არა საბრძოლო ბირთვული ქობინები წყალქვეშა ნავზე.

image

მოგვიანებით, აშშ -ს წყნარი ოკეანის ფლოტის წარმომადგენელმა, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის ეს წყალქვეშა ნავი და ეკიპაჟი, განმარტა, რომ ინციდენტი მოხდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, დაშავდა ათი მეზღვაური, ახლა Seawolf USS Connecticut ბრუნდება აშშ -ში მდებარე მშობლიურ პორტში, კერძოდ ვაშინგტონის შტატში.


Connecticut (კონექტიკუტი) - Seawolf (ზღვის მგლების) კლასის სამი სუბმარინიდან ერთ-ერთია, რომელიც ცივი ომის დასასრულს ჩაუშვეს წყალში საბჭოთა წყალქვეშა ნავებთან დაპირისპირების მოლოდინში. ის კვლავ ითვლება აშშ -ს საზღვაო ძალების ერთ -ერთ საუკეთესო წყალქვეშა ნავად.

0
714
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
714
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0