x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვიეტნამის ომის დროს საავიაციო ბომბის ნაცვლად ჩვეულებრივი უნიტაზი გამოიყენეს, და აი რატომ

image


შეიძლება ხუმრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამერიკელებმა ბომბის ნაცვლად ჩვეულებრივი უნიტაზი მართლა გამოიყენეს. ეს მოხდა 1965 წელს, იმ დროისთვის სამხედროებს მტრის წინაღმდეგ 6 000 000 ფუნტი საბრძოლო მასალა უკვე გამოყენებული ჰქონდათ, და იმისთვის რომ ეს დღე რამენაირად აღენიშნათ, გადაწყვიტეს უნიტაზი თვითმფრინავის იმპელერზე მეთაურისგან ფარულად მიემაგრებინათ, და შემდეგ მტრის მიმართულებით ესროლათ. სანამ უჩვეულო საბრძოლო მასალა თვითმფრინავზე იყო გამოკიდებული, ვიღაცამ ამ დაუვიწყარი მომენტის აღბეჭდვა მოახერხა, რომლის შესახებაც დღემდე ლეგენდები დადის.


image


"Toilet Bomb"- ის სახელით ცნობილი, ეს უჩვეულო ჭურვი ფოტოსესიის ცენტრში მოექცა და ამ საშინელი ომის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილიც დაიმკვიდრა. როდესაც ვიეტნამის ომი დაიწყო, A-1 Skyraider- ის პროპელერიანი თვითმფრინავები ჯერ კიდევ ამერიკულ ძირითად, თავდასხმის მოიერიშე საჰაერო ხომალდებს წარმოადგენდა, რომლებიც ვიეტნამის პუნქტებზე თავდასხმებს რეგულარულად ახოციელებდა. სწორედ ერთ - ერთ მათგანს შეემთხვა საოცარი ისტორია, თუმცა არც იმდენად უცნაური, რამდენაც სასაცილო. ესკადრილის VA-25 "ფლოტის მუშტის" მეთაურის - კლარენს ჯ. სტოდარდის თვითმფრინავის პილონზე ისტორიაში ყველაზე უჩვეულო "ბომბი" მოათავსეს.


image


ეს მოხდა 1965 წლის ოქტომბერში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, "მიდუეის" ავიამზიდის ბორტზე. მასზე ბაზირებულმა VA-25 ესკადრილმა იმ დროისთვის მტრის მიმართულებით 6 000 000 ფუნტი საბრძოლო მასალის სროლა მოახერხა. ამ დასამახსოვრებელი მოვლენის აღსანიშნავად კი, იარაღის ტექნიკოსებმა სადღაც უნიტაზი იპოვეს, რომელიც ასაფეთქებლის იმპელერს მიახრახნეს. ყველა მანიპულაცია მეთაურის შეუმჩნევლად განხორციელდა.


image


მეკონგის დელტას რეგიონში თავდასხმის დაწყების წინ სტოდარდმა მეთაურს საბრძოლო მასალის სია ჩაუკითხა, რომელთა შორის "სპეციალური ნაკეთობაც" დაასახელა. უნიტაზი წარმატებით იქნა ჩაგდებული.


image
ავიამზიდის ხიდზე აფრენილი თვითმფრინავის ფრთის ქვეშ უჩვეულო ბომბის შემჩნევა მაინც მოახერხეს, ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენება კი, დიდი ხნის განმავლობაში სახუმარო თემად იქცა.









0
1581
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1581