x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თვითმკვლელობების მსოფლიო რეიტინგში რუსეთი ლიდერობს, მიზეზი კი იმდენად ბევრია მისი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს

image 2019 წლის მონაცემებით თვითმკვლელობის მხრივ მსოფლიოში რუსეთი ლიდერობს, საუბარია ყოველ 100 000 მოქალაქეზე გათვლილ სტატისტიკაზე.
10 სექტემბერი-გახლავთ თვითმკვლელობების აღკვეთის საერთაშორისო ასოციაციის (IASP) დღე. არ ვიცი ეს ორგანიზაცია რა ხერხებს იყენებს თვითმკვლელობების აღსაკვეთად, მაგრამ თავად ფაქტი ასეთი ასოციაციის არსებობაზე დამაფიქრბელია. მით უფრო დამაფიქრებელია როცა ამ სტატისტიკის მიხედვით საკმაოდ მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც რომ ხდება თვითმკვლელობები.
აქ საუბარი არაა ტერორისტ-კამიკაძეებზე, აქ საუბარია ჩვეულებრივ მოქალაქეებზე იქნება ეს საზოგადოების რიგითი წევრი თუ საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლები.
თვითმკვლელობას უამრავი რამ განაპირობებს, აქედან რამდენიმეს გავუსვამ ხაზს.
როგორც ხედავთ სტატისტიკურად მამაკაცები უფრო ხშირად იკლავენ თავს ვიდრე ქალები და ეს სპეციფიკა გამოწვეულია შემდეგი რამით-
ხშირია თვითმკვლელობები სამხედრო ვეტერანებში, ვინაიდან რიგ ქვეყნებში მათთან ომის მერე არ მუშაობენ ფსიქოლოგები ეს ადამიანები ვარდებიან განცდილის და ნანახის გამო დეპრესიას, რომელიც სამწუხაროდ ხშირად შეუქცევადი ხდება და ადამიანები სხვადასხვა ხერხით იკლავენ თავს.
ასევე თავს ხშირად იკლავენ გაკოტრებული ბიზნესმენები, რომლებსაც ძალიან ღრმა აპათია და დეპრესია ახალი გზის ძებნის საშუალების ხერხებს უხშობს გონებაში.
ასევე ხშირად იკლავენ თავს ნარკომანები და ლოთები, რომლებიც უკვე ისეთ სტადიაში არიან მათთვის უკვე ადამიანური განცდები უცხოა და "თეთრი ცხელების" ფონზე (ლოთები) იკლავენ თავს მშვიდად და აუღელვებლად.
სამწუხაროდ ტექნოლოგიურმა ცივილიზაციამ სიკეთესთან ერთად უამრავი უბედურებაც მოიტანა, "მავნეები" ჰქმნიან პროგრამებს იმისათვის რომ მოზარდებს გონება დაუბნელონ და მათი მარიონეტები გახდნენ, აქაც ხშირად თვითმკვლელობით მთავრდება ხოლმე თითქოს უწყინარი თამაშით დაწყებული გართობა და ამის მაგალითად დაყევლილი "ლურჯი ვეშაპი" გამოდგება რომლის მსხვერპლი საქართველოშიც გახდა რამდენიმე მოზარდი.
და ბოლოს-თვითმკვლელობა გამოსავალი არასდროს არაა, თვითმკვლელობა სისუსტის ნიშანი უფროა ვიდრე სიძლიერი.

0
150
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150