x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცენტრალურ აფრიკაში რუსული დაქირავებულ მებრძოლთა კომპანიის "ვაგნერის" სამი ინსტრუქტორი მოკლეს

image ჯავშანმანქანა რომელშიც რუსული დაქირავებულ მებრძოლთა კომპანია "ვაგნერის" ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ მოჰყვა ჩასაფრებაში დასახლება მომბოში მემბერე-კადეის პრეფექტურაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში.
ჩასაფრება მოაწყო ცენტრალურ აფრიკაში მოქმედმე პარტიზანულმა დანაყოფმა "კოალიცია-პატრიოტები ცვლილებებისათვის".
ჯავშანტრანსპორტიორში მყოფი 3 რუსი სამხედრო დაქირავებულის ადგილზე დაღუპვა დაადასტურეს პრეფექტურაში. ადგილობრივი ძალოვნების თქმით "ვაგნერის" ჯგუფის წინააღმდეგ მოქმედებდა მოძრაობა «3R», რომელიც სახელისუფლებო ძალებს ებრძვის, ასევე ებრძვის იმ უცხოელ ინსტრუქტორებს რომლებიც ფულის სანაცვლოდ ეხმარებიან ადგილობრივ ძალოვნებს.
სროლა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რუსებმა იმის ნაცვლად ბრძოლით ეცადათ ბრძოლის ველიდან გაღწევა, ბრძოლა მიიღეს და დანაკარგებიც განიცადეს. ჯავშანტრანსპორტიორშივე დაიღუპნენ "ვაგნერის" ჯგუფის ინსტრუქტორები. რამდენიმე მებრძოლი კი დაიჭრა, საკმაოდ დაიგვიანა რუსულმა საჰაერო მხარდაჭერის ჯგუფმა, რომლებიც დისლოცირებული არიან პრეფექტურის ცენტრში მდებარე აეროდრომზე.
ვერტმფრენების გამოჩენამ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი, პარტიზანები გაიფანტნენ. ადგილზე ძალოვნებმა იპოვეს საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპული 2 პარტიზანის გვამი, დანარჩენებმა კი თავს უშველეს.
ამ ჩასაფრებამდე რამდენიმე დღით ადრე კი აღნიშნულმა დაჯგუფებამ ასევე ჩასაფრებისას დაჭრა გაეროს სამშვიდობო მისიის ჯარისკაცი და მოკლა სამთავრობო ჯარების სამხედრო მოსამსახურე.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ანტისამთავრობო მოძრაობის გამწვავების გამო ხშირად იწვევს უცხოელ დაქირავებულებს ინსტრუქტორებად, ამჟამად ამ სახელმწიფოში გაეროს სამშვიდობო მისიასთან ერთად რუსული დაქირავებულ მებრძოლთა კომპანიის მებრძოლები და სამხედრო ინსტრუქტორები იმყოფებიან, ასევე იმყოფება რუსი სამხედრო მფრინავების კონტიგენტი.




0
174
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
174