x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კატია ლელი ამტკიცებს,რომ უცხოპლანეტელებმა სამი კბილი ამოაცალეს
image

მომღერალმა კატია ლელმა გადაცემაში "ადამიანის ბედი" (Судьба человека)რომელიც "რუსეთი-1"-ზე გადის ისაუბრა უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტის შესახებ.


”16 წლის ასაკში მე მქონდა შეხება უცხო ცივილიზაციასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია ამ ყველაფრის ახსნა. ზიხარ მაგიდასთან, ყავას სვამ და ხედავ ფანჯრიდან შემომავალ სხივებს, რომელიც ანათებს ყველაფერს გარშემო და ამის შემდეგ კი თქვენი სამი კბილი ქრება. არა და არასდროს ამომიღია, ისინი უბრალოდ გაქრნენ ტკივილისა და სისხლის გარეშე. ” ამბობს კატია ლელი.

image


როგორც მოღერალმა აღნიშნა, ამის დაჯერება ნამდვილად არარეალურია. ”მაქვს სურათი, სადაც ჩანს, რომ კბილები მაქვს ჩასმული. ბუნებრივია, როგორ უნდა იცხოვრო მათ გარეშე. ეს ფანტასტიკური ამბავი შემემთხვა. ჩემი კონტაქტები უცხოპლანეტელებთან გრძელდება. მე მათ ვთხოვე, დრო მომცენ, რომ არ წამიყვანონ თავიანთთან... და მათ მომცეს ეს დრო, ” - თქვა კატია ლელმა.

image


შეგახსენებთ, რომ კატია ლელს უცხოპლანეტელებთან მისი ისტორიების გამო ბევრი დასცინის. თავად მომღერალმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არავის დარწმუნებას არ ცდილობს.


ნალჩიკში დაბადებული მომღერალი და სიმღერის ავტორი კატია ლელი(ნამდვილი გვარი ჩუპრინინა), ფართო მსმენელმა გაიცნო 2000-იანების დასაწყისში, როდესაც გამოდის ზედიზედ ისეთი ჰიტები, როგორებიცაა "Мой мармеладный (Я не права)», «Долетай», «Муси-пуси», ხოლო 2004 წელს გამოსული მისი ალბომი «Джага-джага»გახდა პლატინური.დღეის ჩათვლით მომღერალს ჩაწერილი აქვს 10 ალბომი, ბოლო ჩანაწერი "Сияние"გამოვიდა 2020 წელს.


2004 წლის ზაფხულში მომღერალმა კონცერტი გამართა მთიან ყარაბაღში, რის გამოც იგი აზერბაიჯანში პერსონა ნონ-გრანტად გამოცხადდა და მას აუკრძალეს აზერბაიჯანში გამოსვლა.მას შემდეგ, რაც მომღერალმა ბოდიში მოუხადა აზერბაიჯანელ ხალხს და მთავრობას, აკრძალვა მოიხსნა და 2011 წლის 30 იანვარს სოლო კონცერტიც გამართა ბაქოში.




გასულ თვეში ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა დემი ლოვატომ, თქვა, რომ კალიფორნიაში, ჯოშუა ტრის ეროვნულ პარკში, უცხოპლანეტელების ხომალდი ნახა.ამის გარდა ისიც კატია ლელივით აცხადებს, რომ ერთი წლის წინ, მის 28-ე დაბადების დღეს, იგი კონტაქტში შევიდა უცხოპლანეტელებთან და ჰქონდა "გასაოცარი ჭკუის სასწავლებელი გამოცდილება".


ის ასევე დარწმუნებულია, რომ უცხოპლანეტელები ჩვენს შორისაც არიან. მისი აზრით, ისინი საზოგადოებაში ფარულად ცხოვრობენ.


image

ასევე დაგაინტერესებთ


54 წლის რიჩარდ მავორი ამბობს, რომ ლოხ -ნესის ურჩხული დააფიქსირა საკუთარი დრონით, როდესაც ლოხ-ნესის ტბაზე (შოტლანდია)საკუთარი კანოეთი მიცურავდა. კადრები გადაღებული დრონიდან, სადაც ტბის სანაპიროზე ჩანს შავი ფერის მოზრდილი გრძელი სხეული ჩანს. ვერ ვიჯერებდი. რამდენჯერმე მომიწია კადრების გადახვევა და კიდევ რამდენჯერმე ვუყურე"-ა...


ზუსტად 45 წლის წინ თეირანში, მოხდა ამო-სთან შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ფაქტი, რომელიც "თეირანის ინციდენტის"სახელითაა ცნობილი .იგი ითვლება ტოპ-10 საუკეთესო და რეალურ ინციდენტად მსოფლიო ისტორიაში. 1976 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:30 საათზე, ირანის საჰაერო ძალებ...


ინტერნეტ მომხმარებლები ცდილობენ მოუძებნონ გონივრული ახსნა ამ იდუმალ ფენომენის. ინტერნეტში გამოჩნდა ნიუ იორკის(აშშ)მკვიდრის ვიდეო, რომელმაც მოახერხა უკიდურესად უცნაური ციური ფენომენის გადაღება კამერაზე. მაშ ასე, მიმდინარე წლის 25 ივლისს მან მთვარის მახლობლად შენიშნა რამდენიმე უცნაური ობიექტი, რომლებიც დედა...


კადრები იმ "ორიგინალი" ფირის ნაწილია, რომელიც მთავარობამ 1947 წელს ჩამოგდებული "მფრინავი თეფშის" მგზავრი- უცხოპლანეტელის გვამის გაკვეთა კინოფირზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მაშინ მოხდა ცნობილი ე.წ. როზუელის ინციდენტი, სავარაუდოდ უცხოპლანეტელების ხომალდმა კატასტროფა განიცადა შტატ ნიუ-მეხიკოში, ქალაქ როზუელთან. ლო...


ზუსტად 20 წლის წინ მოხდა ინციდენტი CSX 8888, რომელიც აგრეთვე ცნობილია სახელით "Crazy Eights, "კრა დროსაც ლტოლვილმა მატარებელმა 106 კილმეტრი უმართავად იმოძრავა, სანამ ის ქალაქ კენტონთან(შტატი ოჰაიო) არ შეაჩერეს, თუ როგორ მოხდა ეს ამბავი ქვემოთ გაეცნობით. 2001 წლის 15 მაისს, დილის 6:30 საათზე, სტენლის სადგურში, უოლბრიჯში, ...

0
324
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0