x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ცნობილი მამაკაცები,რომლებიც ქალთან არასოდეს წოლილან
image
ისააკ ნიუტონი-სიკვდილის წინ 84 წლის მეცნიერმა აღიარა, რომ მას არ განუცდია ხორციელი ვნებები და არ შეხებია ქალის სხეულს. თანაშემწეების მოგონებებიდან ცნობილია, რომ იგი ნანობდა იმ დაკარგულ დროს, რომელიც გაატარა შვებულებაზე, საკვებზე და ძილზე და აქ რაღა სახსენებელია სექსუალური სიამოვნება! მას ნამდვილად არ ეცალა მისთვის. გარეგნულად საკმაოდ მიმზიდველმა ნიუტონმა აღნიშნა, რომ ის მთლიანად იყო ორიენტირებული მეცნიერებაზე. მას სჯეროდა, რომ ინტრიგები და სქესობრივი კავშირი ზიანს აყენებდა ტვინის აქტიურ მუშაობას და გარდაცვალებამდეც კი, საყოველთაო გრავიტაციის კანონის შემქმნელი არ ნანობდა, რომ დახარჯული რესურსი მთელი თავისი ცხოვრების სასარგებლო სამუშაოს მიუძღვნა.

image

ლუის კეროლი -ინგლისელი მწერალი, ავტორი წიგნისა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში". ის ასევე იყო მათემატიკოსი, ასწავლიდა უნივერსიტეტში და უყვარდა ფოტოგრაფია. კეროლი უბიწო იყო, მაგრამ მას მაინც ჰქონდა ერთი მანკიერი ვნება - პატარა გოგონების მიმართ ლტოლვა.. და ეს მოდიოდა საბავშვო წიგნის ავტორისგან! რა თქმა უნდა, მას არ შეიძლება ვუწოდოთ პედოფილი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან კეროლს არასოდეს ჰქონია სქესობრივი კავშირი ბავშვებთან. მას უბრალოდ უყვარდა მათი ნახევრად შიშველი გადაღება. ლუის კეროლი ყოველთვის ძალიან მორცხვი იყო, რადგან მას დაბადებიდან ენა ებმოდა და ცალ ყურში ყრუ იყო. ბიჭები მასთან არ მეგობრობდნენ, ამიტომ ლუისმა მთელი თავისი დრო დაუთმო სწავლას და წიგნების კითხვას. ზოგიერთმა მოწმე იხსენებს, რომ, ენაბლუობა და სიმორცხვე მას მაშინ უქრებოდა, როდესაც პატარა გოგონების კომპანიაში ხვდებოდა.

image


ჰენრი მორტონ სტენლი-ამ მოგზაურმა და ჟურნალისტმა კი მოიყვანა მშვენიერი ახალგაზრდა გოგონა ცოლად, მაგრამ ქალი სიყვარულს და ვნებას სხვების მკლავებში ეძებდა რადგან სერიოზული და საქმიანი მეუღლე არასოდეს გამოჩენილა ცოლის საძინებელში. მან ორჯერ გადალახა აფრიკა, აღმოაჩინა რამდენიმე ტბა და დაწერა წიგნები მოგზაურობის შესახებ, მაგრამ ვერ გაბედა სექსი მის რჩეულთან. სტენლის სჯეროდა, რომ სექსი იყო მხოლოდ ცხოველური ინსტიქტი.

image

ნიკოლოზ გოგოლი-მას მთელი ცხოვრება ეშინოდა ქალების და დროთა განმავლობაში, ეს შიში არსად გაქრა, მთლიანად ჩამოართვა გოგოლს სურვილი, მოეწყო აუდიენცია საყვარელი ახალგაზრდა ქალბატონისთვის. თავის წერილებში გოგოლი ამტკიცებდა, რომ სიყვარული ფიტავს ადამიანს, კაცს - მით უმეტეს! ხოლო შეყვარებული ადამიანი კარგავს საღ აზროვნებას. მთელი ცხოვრება კომედიური სპექტაკლი "ქორწინების" შემქმნელი ებრძოდა სიყვარულს და ვნებას.მისი აზრით, ქალი იყო ბილწი, ცოდვილი ქმნილება, რომელიც დაკავშირებულია ბოროტ სულებთან.

image

ნიკოლა ტესლა - სერბ ფიზიკოსს და მეცნიერ-გამომგონებელს, ასევე არასოდეს ჰქონია კავშირი ქალებთან. მისი განმარტებით, ეს მეცნიერებისთვის ძალების დაზოგვის სურვილით იყო განპირობებული. მისი აზრით, მეცნიერებს არ სჭირდებათ ქალები, მათ მთელი ძალისხმევა უნდა დაუთმონ კვლევას, აი ხელოვანებს უნდა ჰყავდეთ ცოლები და საყვარლები, როგორც შთაგონების წყარო. მიუხედავად იმისა, ზოგიერთ ბიოგრაფს მიაჩნია, რომ ნიკოლა ტესლას თავშეკავების ნამდვილი მიზეზი მის სქესობრივ უუნარობაში გამოიხატებოდა, რადგან მეცნიერმა ჩაატარა მრავალი სამეცნიერო ექსპერიმენტი საკუთარ თავზე, რამაც გამოიწვია ფიზიკური პათოლოგიები. რაც სავსებით შესაძლებელია, ვინაიდან გარეგნულად ნიკოლა ტესლა საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცი იყო, ბევრი ქალი იყო შეყვარებული მასზე და ყოველ ღონეს ხმარობდნენ მის გულის დასაპყრობად, მაგრამ უშედეგოდ.

image


ჰანს ქრისტიან ანდერსენი-წერილებიდან, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერა ყველასათვის საყვარელი ზღაპრების დანიელმა ავტორმა, ჩანს, რომ მას თავისი ცხოვრების მანძილზე სასიყვარულო ურთიერთობები არ ჰქონია.ის მიილტვოდა ქალებისკენ, ოცნებობდა მათზე, ასევე ოჯახზე.მაგრამ საყვარლის პოტენციალი ვერ განახორციელა ქალებისადმი შიშის გამო. მაშინაც კი, როდესაც ის ბორდელში მიიყვანეს, რათა საბოლოოდ დამშვიდობებოდა უბიწოებას, არაფერი გამოუვიდა.ის მხოლოდ შიშველ ქალბატონებთან საუბრობდა და სხვა არაფერი.

image


იმანუელ კანტი -გერმანელი ფილოსოფოსი, რომელიც ქალთან ურთიერთობას ამაზრზენად თვლიდა და სჯეროდა, რომ გამრავლების პროცესი მხოლოდ ცხოველების ხვედრი იყო. მიაჩნდა, რომ მოაზროვნე ადამიანი არ უნდა დაემსგავსოს პირუტყვს. უფრო მეტიც, კანტს სჯეროდა, რომ ყველა სეკრეცია (სპერმა, ოფლი და ნერწყვი)სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ამიტომ უნდა ეცადო, რომ შეინარჩუნო იგი. მათი განზრახ მოშორება, მაგალითად, სექსით ან მასტურბაციით, კანტს ცოდვად მიაჩნდა.

image


გარი კოულმანი -იყო ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი უბიწო ჰოლივუდის მსახიობებს შორის. ინტერვიუში მან თქვა, რომ არ აპირებდა სექსს სხვების დასანახად. მის ცხოვრებაში, ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად, საზოგადოების ზეწოლისა და ცენზურის გარეშე. სიტკომის "სხვადასხვა სვლების" გმირი 39 წლის ასაკში დაქორწინდა. მსახიობმა აღიარა, რომ ის და მისი მეუღლე მშვენივრად ცხოვრობდნენ, მაგრამ სექსამდე საქმე არასდროს მისულა. სამწუხაროდ, მათი ქორწინება მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა.

ან დაბალი სიმაღლე (142 სმ), ან სხვა პირადი მოტივები არ აძლევდა საშუალებას ცნობილ მამაკაცს სრული ბედნიერების პოვნაში. ის 42 წლის ასაკში გარდაიცვლა ტვინის ინსულტით.

image

ანატოლი ვასერმანი-ჟურნალისტმა, პუბლიცისტმა და ინტელექტუალური სატელევიზიო თამაშის მრავალგზის გამარჯვებულმა 17 წლის ასაკში სანაძლეო და ფიცი დადო საზოგადოების წინაშე. ისე მოხდა, რომ მან ვეღარ შეძლო ფიცის დარღვევა. 2021 წელს ის აღნიშნავს 69 წლის იუბილეს, მაგრამ მას არასდროს განუცდია ინტიმური კავშირით მიყენებული სიამოვნება. ის თავად აცხადებს, რომ ასეთი ცხოვრების წესი ძალზე რთულია, მაგრამ აწი უკვე აღარაფრის გამოსწორება არ შეუძლებელია. ის არც მალავს იმ ფაქტს, რომ თავშეკავებამ უარყოფითი კვალი დატოვა მის ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე.ამასთან, ანატოლი ამბობს, რომ მისი ცხოვრების წესი მხოლოდ მარტოხელებისთვისაა შესაფერისი და ამაყობს რუსეთში ყველაზე ცნობილი უბიწოს ტიტულით.

image

0
1387
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0