x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
უბუნტუს საზოგადოება - "მე ვარ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ", ანუ როგორ გავხდეთ ბედნიერი

image


ჩვენ ყველას გვსურს, ვიყოთ ბედნიერი და ზოგჯერ ბედნიერების ფორმულის შესახებ პასუხი მოდის სწორედ იქიდან, საიდანაც საერთოდ არ ველით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ანთროპოლოგი, რომელიც იკვლევდა შორეული აფრიკის ტომის ჩვევებსა და კულტურას. ის აფრიკულ სოფელში მუშაობდა და ერთხელაც ყველაზე გემრიელი ხილი შეაგროვა კალათში ჩაყარა. კალათი ხის ქვეშ დადო და სოფლის ყველა ბავშვს უხმო. მკვლევარმა მიწაზე ხაზი გაავლო და ბავშვებს უთხრა: " როცა მე ხელს ავიქნევ, თქვენ უნდა გაიქცეთ იმ ხისკენ და ვინც პირველი მივა დანიშნულების ადგილას, ის მიიღებს ხილის კალათს".

ანთროპოლოგმა როცა ხელი ასწია, ბავშვებმა ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და ერთდროულად, ერთად გაიქცნენ ხისკენ. ისინი შემოიკრიბნენ ხილის კალათის გარშემო და ერთად მიირთვეს "ჯილდო".

ანთროპოლოგი შოკში იყო. მან ბავშვებს ჰკითხა, თუ რატომ მოიქცნენ ასე, ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე ძლიერს მიეღო დამსახურებული პრიზი, როგორც გამარჯვებულს?

პატარა ბავშვმა შეხედა კითხვის ავტორს და უთხრა: "როგორ შეიძლება, რომელიმე ერთი ჩვენგანი ბედნიერი იყოს, როცა სხვა დანარჩენი მოწყენილია?"

რამდენიმე წლის შემდგომ ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა აქტივისტმა, დესმონდ ტუტუმ აღწერა გოგონას აზროვნების პროცესი, სიტყვა "უბუნტუ"-ს გამოყენებით. "უბუნტუ" ნიშნავს "მე ვარ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ".

ტუტუმ ასე ახსნა კონცეფცია:

"აფრიკელებისათვის აქტუალურია საკითხი, რასაც უწოდებენ "უბუნტუ"-ს. მათ სწამთ, რომ ადამიანი მხოლოდ სხვა ადამიანების წყალობითაა ადამიანი. უბუნტუს თანახმად, ჩემი ადამიანობა განუყოფლადაა დაკავშირებული შენთან. როდესაც ადამიანთა საზოგადოების დეჰუმანიზაციას ვეწევი, ამით საკუთარ თავს უარვყოფ. მარტოხელა ადამიანი - ეს ეწინააღმდეგება ბუნების ყველა პრინციპს. "



image


უბუნტუს საზოგადოების მიხედვით, "შენი უფლება ადამიანად ყოფნისა ჩნდება მხოლოდ იმ საზოგადოებაში, რომელსაც ეკუთვნი". უბუნტუს საზოგადოებაში ყველა ერთმანეთს მხარს უჭერს:

"ჩვენ გვჯერა, რომ ცაზე ყველას გვეყოფა ადგილი. ჩვენ გვჯერა სიმრავლის და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას წევრთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ჩვენ

მივდივართ ხესთან და ერთად ვტკბებით ხილით".

ტომის ყველა წევრი იბრძვის, რათა სამყარო უკეთესი გახადოს.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0