x
image
ირინა მ.
ბაიკალის ტბის შვიდი იდუმალი მოვლენა

image


ბაიკალის ტბის წყალი მტკნარი წყლების მსოფლიო მარაგების 20%-ს შეადგენს და ის იმდენად გამჭვირვალეა, რომ თავისუფლად შეიძლება ფსკერის დანახვა, რომელიც 50 მეტრის სიღრმეზეა. ქვემოთ გაეცნობით სრულიად გასაოცარ ფაქტებს, რომლებსაც ამ დაუჯერებლად ლამაზ ტბაზე და მის მიდამოებში აქვს ადგილი.


ბაიკალის ყინულის საფარი


ბაიკალის ტბა უნიკალურია ზედაპირის ყინულის საფარის უცნაური ფორმებით. მათ შორის აღსანიშნავია ყინულის კონუსისებური ლოდები, რომლებიც შიგნიდან ღრუა, სიცარიელე და მათი სიმაღლე შეიძლება 6 მეტრამდე აღწევდეს.


image


ბაიკალის მირაჟები


ამ მოვლენის დროს ჰორიზონტზე ჩანს საგნები, რომლებიც რეალურად 40 კმ.-ის მანძილზე მდებარეობს. მირაჟები ტბაზე ჩნდება როგორც თბილ, ისე ცივ ამინდში, ზამთარში.


image


ეშმაკის მორევი


ეს ადგილი ბაიკალის ღრმაწყლოვან ნაწილში მდებარეობს. თავისი სახელი მან იმ უცნაური მოვლენების წყალობით მიიღო, რომლებიც აქ წელიწადში 1-2-ჯერ ხდება. წყნარ ამინდში ამ ადგილზე მოულოდნელად უზარმაზარი მორევი ჩნდება. ადგილობრივი მაცხოვრებლები თვლიან, რომ ამ დროს ჯოჯოხეთის კარიბჭე იღება და ცოდვილების სულებს ითრევს.


image


ბაიკალის სამკუთხედი


ტბაზე არსებობს ანომალური ზონა, ბერმუდის სამკუთხედის მსგავსი. ეს ანომალური ტურბულენტობის ზონაა, სადაც ყველანაირი ხელსაწყო წყვეტს მუშაობას. გარდა ამისა ხშირად ხდება უცნაური მოვლენები მბრწყინავი სფეროების, წრეებისა და მკვეთრად ცვალებადი ამინდის სახით. ის, ვინც ამ ზონაშია ნამყოფი, აღნიშნავს დროის შეჩერების შემთხვევებს.



image


უზარმაზარი წრეები ყინულზე


რამდენიმე კილომეტრიანი რადიუსის მქონე წრეების, რომლებიც პერიოდულად ჩნდება ბაიკალის ტბის გაყინულ ზედაპირზე, დანახვა მხოლოდ კოსმოსიდან შეიძლება. კოსმოსიდან დაკვირვების შედეგად ცნობილი გახდა, რომ წრეები ჩნდებოდა მხოლოდ 2003, 2005, 2008 და 2009 წლებში, და ყოველ ჯერზე ახალ ადგილზე.


image


ალქაჯების წრეები


ადგილობრივი მაცხოვრებლების ცრურწმენების მიხედვით, ბალახების იდეალურად მრგვალი წრეები, რომლებიც ბაიკალის ტბის ერთ-ერთ კუნძულზე პერიოდულად ჩნდება, ალქაჯების ცეკვის შედეგია. უფოლოგები კი თვლიან, რომ წრეები, რომელთა დიამეტრი რამდენიმე ათეული მეტრია, უცხოპლანეტელთა ხომალდების კვალია.


image


მანათობელი წყალი


1982 წელს, მკვლევარებმა პირველად, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით აღმოაჩინეს ის, რომ ბაიკალის ტბის წყალი ანათებდა. სამწუხაროდ, ამ მოვლენის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ნათების სიძლიერე შეადგენს წამში 1 კვ.სმ.-ზე 100 ფოტონს. შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ წყლის ნათება არაერთგვაროვანია და სიღრმეში მისი ინტენსივობა კლებულობს. მისი სიკაშკაშე კლებულობს აგრეთვე ნოემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე.


image
image

image

image






დაგაინტერესებთ:





ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image

საფლავში იმშობიარა: რა ნახეს არქეოლოგებმა ფინურ საგვარეულო აკლდამაში

image

გიგანტური ობიექტები და ადამიანები

image

კუნძულ ოუკის წყევლა - ლეგენდარული "ფულის ორმოს" ისტორია (+ვიდეო)

image

გაერთიანდება ამერიკის და ევრაზიის კონტინენტები? მილიარდი წელი 40 წამში: კონტინენტების მოძრაობა (+ვიდეო)

image

რატომ ჩანს კოსმოსიდან ზოგიერთი ქვეყნის საზღვარი ასე უცნაურად?

image

ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)

image

ანტარქტიდის გამოცანა: შუქი სავარაუდო ლუკიდან გამოდიოდა? და გვირაბის თავზე მდებარე გაყინული ტბების დნობა(ვიდეო)

image

ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი?

image

Silver Islet - სუფთა ვერცხლის კუნძული

image

ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image

მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო)

image







0
787
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
787
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0