x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352801
  • სურათი:489319
დადგინა ლეგენდარული სერიული მკვლელის "ზოდიაქოს" ვინაობა
imageშეერთებულმა შტატებში დაადგინეს ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელის ვინაობა, რომელმაც დაატერორა სან ფრანცისკო 1960 -იანი წლების ბოლოს. ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც იკვლევს გაუხსნელ საქმეებს, ირწმუნება, რომ დაადგინეს სერიული მკვლელის, -მეტსახელად "ზოდიაქოს" ვინაობა.- კრიმინალი, რომელიც ცნობილი გახდა თავისი სისასტიკითა და ამოუხსნელი საიდუმლოებით.


როგორც Fox News-ი იუწყება, საქმეს იძიებდა The Case Breakers-ის ჯგუფი, რომელიც 40 -ზე მეტი სამართალდამცავისგან, გამომძიებლისგან, ჟურნალისტებისა და სამხედრო დაზვერვის ოფიცრებისგან შედგებოდა.


ისინი აცხადებენ, რომ "ზოდიაქო" არის გარი ფრენსის პოსტი, (Gary F. Poste) რომელიც გარდაიცვალა 2018 წელს. მისი პირველი დანაშაულიდან ათწლეულები გავიდა. ჯგუფმა შეძლო ახალი სასამართლო -სამედიცინო მტკიცებულებების მოპოვება გარი პოსტის საიდუმლო ოთახიდან. ერთ სურათზე, პოსტის შუბლზე ჩანს ნაწიბურები, რომლებიც შეესაბამება ზოდიაქოს ფოტორობოტის ნაიარებს.


გამოძიება მხოლოდ ჩერი ჯო ბეითსის მკვლელობის შემდეგ ჩაეჭიდა ხელმოსაჭიდ ძაფს.


imageფოტოზე:ჩერი ჯო ბეითსი


მკვლევარები ვარუდობდნენ, რომ ბეიტსი იყო ზოდიაქოს მეექვსე მსხვერპლი.

ჯუფმა განაცხადა, რომ იყო რამდენიმე დამთხვევა ბეითსსა და პოსტს შორის: პოსტი იყო საჰაერო ძალების ვეტერანი, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება იმ საავადმყოფოში, რომელიც ბეითსის მკვლელობის ადგილიდან 15 წუთის სავალზე იყო.

აგრეთვე ბეითსის მკვლელობის ადგილზე იპოვეს საღებავით მოთხვრილი მაჯის საათი, რომელიც სავარაუდოდ მკვლელს ეკეთა. პოსტი ოთხ ათეულ წელზე მეტი მღებავად მუშაობდა. დეტექტივებმა აღმოაჩინეს პოსტის ჩექმის ქუსლის ანაბეჭდიც, რომელიც სტილითა და ზომით ემთხვეოდა ზოდიაქოს სხვაგან ნაპოვნ ანაბეჭდებს.

image


გარდა ამისა, მინიშნება შეიძლება იყოს მის დაშიფრულ წერილებში, რომლებიც ზოდიაქო აგზავნიდა სან ფრანცისკოს გაზეთების რედაქციებში. გამომძიებლების აზრით, დამნაშავეს საკუთარი სახელიც შეიძლება ჰქონდეს ნახსენები წერილებში.


2020 წლის დეკემბერში ექპერტების საერთაშორისო გუნდმა 51 წლის შემდეგ გაშიფრა ზოდიაქოს ერთ-ერთი წერილი, რომელიც გაზეთ San Francisco Chronicle-ს მიწერა.სიმბოლოებით აღნიშნულ წერილის ტექსტი ასე იკითხება: ”ვიმედოვნებ, რომ ბევრს გაერთობით ჩემს დაჭერამდე. (...) მე არ მეშინია გაზის კამერის, რადგან ის სამოთხეში კიდევ უფრო ადრე გამომიგზავნის, რადგან ახლა მყავს საკმარისი მონები, რომლებიც ჩემზე მუშაობენ ”, - ნათქვამია გაშიფრულ ტექსტში.

image

შეგახსენებთ, რომ 1968 და 1969 წლებში ჩრდილოეთ კალიფორნიაში სამართალდამცავები მის მიერ ჩადენილ 7 მკვლელობას იძიებდნენ, თუმცა თავად პრესისთვის გაგზავნილ წერილებში ამტკიცებდა, რომ 37 ადამიანი მოკლა, პარალელურად კი პოლიციასა და გაზეთებს დამცინავ წერილებსა და კრიპტოგრამებს უგზავნიდა. იდუმალ მკვლელს "ზოდიაქო" იმის გამო შეერქვა, რომ მისი კრიპტოგრამები ასტროლოგიურ სიმბოლოებსა და მინიშნებებსაც შეიცავდა.

1
325
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
325
  
8 ოქტომბერი, 9:54
ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებზე - ,,სამართალმა პური ჭამა" - გულისრევის შეგრძნება გეუფლება((
0 1 1