x
სილამაზე ღრუბლების თავზე - სალარ დე უიუნი, ბოლივია
image

სალარ დე უიუნი 40 000 წლის წინ მარილიანი ტბა გახლდათ, მოგვიანებით კი დაშრა, მისგან 2 მარილიანი ტბა - პოოპო და ურუ-ურუ დაგვრჩა, ასევე მარილიანი უდაბნოებიც - კოიპისა და უიუნი.

10 588 კვადრატული კილომეტრ ფართობის სალარ დე უიუნი მსოფლიოში ყველაზე მარილიანი უდაბნოა, რომელიც ზღვის დონიდან 3650 მეტრზე მდებარეობს, მასზე არსებული მარილი კი 2-დან 8 მეტრამდე მერყეობს.

მის მოსანახულებლად ტურისტები წვიმიან სეზონს ირჩევენ, რადგან ამ დროს ის წყლის თხელი ფენით იფარება და მნახველის თვალწინ დაუსრულებელი სარკე გადაიშლება, მარილიან უდაბნოში წასასვლელად ნოემბრის თვეც მისაღებია, რადგან ამ დროს აქ გასამრავლებლად თავს 3 სახის ფლამინგო იყრის.


ადრინდელ პერიოდში ეს ადგილი ნაკლებად პოპულარული იყო, ამის განმაპირობებელი მიზეზი მისი მდებარეობა გახლდათ, თუმცა ნელ-ნელა სალარ დე უიუნი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად მოგვევლინა. ამის წყალობით, ადგილობრივებმა სასტუმროები არც მეტი არც ნაკლები მარილისგან ააშენეს, რათა მნახველებს ღამე აქვე გაეთიათ და უკან დაბრუნება არ დასჭირვებოდათ. წარმოიდგინეთ, საწოლი, რომელზეც იძინებთ მარილისგან, რომ იყოს გაკეთებული... მართლაც რომ დაუჯერებელია.

ზოგადად თქმულა, ბუნება ყველაფერს იბრუნებს, რასაც ქმნისო, ამას აქაც შეხვდებით. მიტოვებული მატარებელი ერთ დროს უსარგებლო ნივთად შემორჩა, რომელიც დახავსებისთვის იყო განწირული, თუმცა დღეს ის ამაყად დგას, მის სანახავად კი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.

  • და მაინც, რა უნდა მიტოვებულ ტრანსპორტს ზღვის დონიდან 3650 მეტრზე?

მე-20 საუკუნეში ბოლივიელები ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის მინერალებს იღებდნენ, თუმცა მათი მოპოვება გართულდა, ხოლო რაოდენობამ იკლო, სწორედ ამიტომ 1950-იან წლებში მატარებლების ამ ადგილზე მოძრაობა საჭირო აღარ გახდა, ეს უკანასკნელი კი აქ დარჩა... აქ დარჩა და ქურდების მსხვერპლიც აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოპარულია ყველა ნივთი, რომელიც ტრანსპორტში ინახებოდა.

2006 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ რეგიონის 15 წლიანი განვითარების პროგრამა შეადგინა, რისი ერთ-ერთი მთავარი პუნქტიც „მატარებლის სასაფლაოს“ ღია ცის ქვეშ მუზეუმად გადაკეთება იყო.

საბოლოოდ, ყველაფრის განხორციელების შემდეგ "სალარ დე უიუნი" ტურისტების საყვარელ ადგილად გადაიქცა...

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0