x
„ქალაქი მოჩვენება“ - ნამიბიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იდუმალებით აღსავსე ნასახლარი
image

კოლმანსკოპი ნამიბიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც 80 წლის წინ მაცხოვრებლებმა მიატოვეს... დღეს კი ის ქვიშით სავსე ტერიტორიაა...

1908 წელს მაღაროში მომუშავე ზაქარიას ლევალამ უცნაური და ლამაზი ქვა იპოვა, რომელიც მის ხელმძღვანელს აჩვენა, როგორც გაირკვა ეს ალმასი იყო, ამ ტერიტორიაზე კი ის უხვად მოიპოვებოდა. და დაიწყო კოლმანსკოპიის გაშენიანება, ხალხი ჩამოდიოდა იმ იმედით, რომ ძვირფასს თვალს ან ბრილიანტს იპოვიდა და მის ცხოვრებას მატერიალურად განავითარებდა...

რკინიგზის სადგურის ზედამხედველმა, აუგუსტ შტაუხმა კომპეტენტურ ორგანოს მიმართა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნაპოვნი იყო ძვირფასი ქვა, რის შემდეგაც სამხრეთ-დასავლეთ ნამიბიაში ადამიანებმა მიწის თხრა დაიწყეს, თავდაპირველად მიწა ძვირადღირებული ქვებით „გადაჭედილი“ იყო, მათ შიშველი ხელებითაც კი მოიპოვებდნენ, თუმცა ყველაფერი მალევე გართულდა და შეიცვალა...


ადამიანები სხვადასხვა კუთხიდან იმედით მოდიოდნენ, კოლმანსკოპი კი ვითარდებოდა, რამდენიმე წელში ტერიტორია გერმანელებით გაივსო, აშენდა სახლები, სამეჯლისო დარბაზები, კაზინო, თეატრი, საავადმყოფოები, ამასთან ერთად სამხრეთ ნახევარსფეროში პირველი რენდგენური საავადმყოფოც აღიმართა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე (1914-1918) ნამიბის უდაბნოში 1000 კილოგრამზე მეტი ბრილიანტი ამოიღეს, რა თქმა უნდა, უმეტესობა მათგანი კოლმანსკოპის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. ომის დაწყებამ კი ძვირფასი ქვების ფასის კლება გამოიწვია, ეს ლოგიკურია, რადგან არავის სურდა ალმასი, რომელიც ვერ დაგიცავდა, ქვეყნებს სამხედრო ინვენტარის შეძენა ერჩივნათ, წარჩინებულ ადამიანებს კი - საკვების. გარდა ამისა ხსენებული ტერიტორიის სამხრეთით, ქალაქ ორანჟემუნდში გაცილებით დიდი ძვირფასი ქვები იპოვეს, ამ ფაქტმა კი ადამიანების გადასახლება გამოიწვია, დაზუსტებით, რომ ვთქვათ, 1956 წლისთვის ქალაქში ერთი მაცხოვრებელიც კი აღარ იყო.

დღეს ამ ნასახლარს „ქალაქ მოჩვენებას“ უწოდებენ, ამ სახელწოდებით კი ტურისტებს იზიდავენ. დამთვალიერებლები ჩადიან ნამიის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც 1 საუკუნის წინანდელი სახლები და გაბატონებული ქვიშა ხვდებათ...

აღსანიშნავია, რომ კოლმანსკოპის სტუმრობა ინდივიდუალურად არ შეიძლება, იმართება სპეციალური ტურები, სადაც მსურველებს გიდი მიჰყვებათ და რამდენიმე საათის განმავლობაში ძირფესვიანად შეასწავლის ერთ დროს დასახლებული ქალაქის ისტორიას.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0