x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
,,ეს სრული ისტორია არაა"- რატომ დუმდა ემილი რატაკოვსკი რობინ ტიკის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ 8 წელი?

image

რამდენიმე დღის წინ ახალი სკანდალი აგორდა სექსუალური შევიწროების შესახებ. ცნობილმა მოდელი ემილი რატაკოვსკი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვებას აპირებს. წიგნიდან კი ნაწყვეტი გამოაქვეყნეს, სადაც ემილი Blurred Lines ის შემსრულებელს, რობინ ტიკს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს გადაღებებზე. ცნობილი სიმღერის კლიპის გადაღებებზე 2013 წელს, რომელმაც ტიკი და ემილი რატაკოვსკიც ცნობილი გახადა, მომღერალი ნასვამი იყო და იმდენად “შევიდა ეშხში", რომ მოდელს შიშველ მკერდზე ხელი წაავლო და მოუჭირა. მოდელის თქმით ამ დროს კლიპის რეჟისორმა გადაარჩინა, რომელმაც გადაღება შეწყვიტა და ტიკს დაუყვირა. ეს ინციდენტი რეჟისორმა, დაიან მარტელმაც დაადასტურა მედიასთან. ”მახსოვს ის მომენტი, როდესაც მან მკერდზე მოუჭირა, ორივე ხელით თითოზე. ის მის უკან იდგა, ჩემი ბრუკლინური, ძალიან აგრესიული ხმით დავუყვირე: „რა ჯანდაბას აკეთებ, საკმარისია! გადაღება დასრულებულია! " რეჟისორმა ისიც დაამატა, რომ ამ ამბის შემდეგ ტიკმა მორცხვად მოიხადა ბოდიში: “მეეჭვება ასეთი რამ გაეკებინა ფხიზელი რომ ყოფილიყო."image
ემილიმ კომენტარი ამ თემის შესახებ პირველად ცოტა ხნის წინ, Coin Geek New York-ის წითელ ხალიჩაზე გააკეთა.

“გულდასაწყვეტია ის, რომ ამ თემის შესახებ მე თვითონ არ მოვყევი და გაჟონვა მოხდა. რთული იყო და მომწონს ჩემი იმიჯის კონტროლი, ამიტომაც დავწერე წიგნი-ესსე, რათა ჩემი ისტორია ყველა მხრიდან მეჩვენებინა. მაგრამ ვგრძნობ, რომ მთელი ეს ისტორია გიჟურ “კლიკბეითად" იქცევა, ისვრიან ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “სექსუალურ შევიწროება" და “ბრალის წაყენება", ესსეს არსთან კი არანაირ კავშირში არაა... მოუთმენლად ველი როცა ხალხი ჩემს საკუთარ სიტყვებს მოისმენს."


ინტერნეტის მომხმარებლები ასევე დაინტერესდნენ, რატომ იყო ჩუმად მოდელი მთელი 8 წელი: “მე ნაკლებად ცნობილი მოდელი ვიყავი და ვიცოდი, წარმაებას ვერ მივაღწევდი ამ თემაზე საუბარი ან ჩივილი რომ დამეწყო. იქ არ ვიქნებოდი სადაც ახლა ვარ, არ ვიქნებოდი ცნობილი."

0
491
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0