x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 ფაქტი, რომლებიც სისულელედ მოგეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეა

image
წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, რომელთა დაჯერებაც შეიძლება გაგიჭირდეთ:

1. რაღაც დროის მანძილზე, პაბლო პიკასო იავე პერიოდში ცხოვრობდა, რომელშიც ჩარლზ დარვინი და ემინემი. ჩარლზ დარვინი: 1809 - 1882, პაბლო პიკასო: 1881 - 1973, ემინემი: 1972 - დღემდე.დარვინის გარდაცვალების წელს პაბლო პიკასო 1 წლის იყო, ემინემის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ კი გარდაიცვალა.image

2. ოქსფოტრდის უნივერსიტეტი აცტეკებზე ხნიერია. ოქსფორდის უნივერსიტეტი არის ერთ -ერთი უძველესი უნივერსიტეტი მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, არსებობს მტკიცებულება, რომ სწავლება ჯერ კიდევ 1096 წელს იყო. რაც შეეხება აცტეკების ცივილიზაციას, მათი წინაპრები ჩავიდნენ ჩრდილოეთიდან და ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ, დაარსეს ქალაქი კუნძულზე, ტესკოკოს ტბის შუაგულში და დაარქვეს ტენოჩტიტლანი, ეს მოხდა 1325 წელს.image

3. არსებობს დაავადება, რომელსაც შეუძლია თქვენი მთელი კუნთოვანი ქსოვილი ძვლებად აქციოს. პროგრესირებადი ფიბროდისპლაზია ძალიან იშვიათი გენეტიკური აშლილობაა, რომლის დროსაც კუნთები, მყესები და იოგები თანდათან ძვლებად იქცევა. პროცესი წლების განმავლობაში პროგრესირებს, ჩვეულებრივ იწყება ათი წლის ასაკიდან სპეციფიკური გენის მუტაციის მქონე ბავშვებში. ყველაზე ადრეული შემთხვევები მე -17 და მე -18 საუკუნეებით თარიღდება.image

4. მიზეზი, რის გამოც თავისუფლების ქანდაკება მწვანე ფერისაა- თავისუფლების ქანდაკება თავდაპირველად მოწითალო-მოყავისფრო ფერის იყო, რადგან ის სპილენძისგანაა დამზადებული. თუმცა, მისი აღმოჩენიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, გარემოს გავლენის ქვეშ, დაიფარა ბუნებრივი პატინას ფენით, რომელმაც ქანდაკება მომწვანო-ლურჯ ფერში გადაიყვანა.image

5. კარტის არევის დროს, სტატისტიკურად სავარაუდოა, რომ თქვენ გადააწყობთ მათ იმ თანმიმდევრობით, რომელიც არასდროს ყოფილა და არც იქნება. ფაქტობრივად, თქვენ იქნებით პირველი ადამიანი ისტორიაში, ვინც ამ თანმიმდევრობით დაალაგა.image

6. თქვენ რომ გქონდეთ ჩაის კოვზის ზომის ნეიტრონული ვარსკვლავი, მას ექნება იგივე მასა, რაც გიზას 900 პირამიდას. ნეიტრონული ვარსკვლავი ითვლება ვარსკვლავური ევოლუციის ერთ -ერთ შესაძლო შედეგად. ნეიტრონული ვარსკვლავების მასები შედარებულია მზის მასასთან, მისი ტიპიური რადიუსი მხოლოდ 10-20 კილომეტრია. ამრიგად, ასეთი ობიექტის ნივთიერების საშუალო სიმკვრივე რამდენჯერმე აღემატება ატომური ბირთვის სიმკვრივეს. თავის მხრივ, პირამიდა დედამიწაზე ყველაზე მძიმე მონოლითად ითვლება და 200 ტონაზე მეტს იწონის.image

7. კონსერვის გასახსნელი თავად კონსერვის გამოგონებიდან 83 წლის შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ქილებში საკვებს 1772 წლიდან ინახავდნენ, მათი გასახსნელის პატენტი 1855 წელს შეიქმნა ინგლისში, ხოლო შეერთებულ შტატებში 1858 წელს.image

8. ერთ ჭიქა წყალში უფრო მეტი ატომია, ვიდრე მსოფლიოში ოკეანეების და ზღვების წყლით სავსე ჭიქები.image

9. სტიკერები, რომლებსაც ხილს აკრავენ იჭმევა. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შეჭამოთ, მაგრამ თუკი კუჭში აღმოჩნდება, ცუდი არაფერი დაგემართებათ.image

10. ეიფელის კოშკი სულ სხვა ადგილას უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად მისი განთავსება ბარსელონაში იგეგმებოდა, მაგრამ პროექტის იდეა იქაურ მთავრობას არ მოეწონა და ეიფელიც პარიზში განთავსდა 1889 წლის 31 მარტიდან. სინამდვილეში, პარიზელები აღფრთოვანებულები არ იყვნენ კოშკის მშენებლობით და არც მოსწონდათ. მაგალითად, ცნობილი მწერალი გი დე მოპასანი ყოველ დღე კოშკში საუზმობდა, და კითხვაზე “რატომ?" უპასუხა: “ეს ერთადერთი ადგილია პარიზში, საიდანაც არ ჩანს ეს სიმახინჯე."image











0
334
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0