x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ამერიკის მთავარმა ინფექციონისტმა დაასახელა თუ რა ვიტამინები უნდა მივიღოთ იმუნიტეტის ასამაღლებლად
image

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტ-იმუნოლოგმა ენტონი ფაუჩიმ დაასახელა ორი ვიტამინი, რომელიც უნდა შედიოდეს იმათ რაციონში, ვინც ზრუნავს საკუთარი იმუნიტეტის ამაღლებაზე.


გამოცემა "პროფილის" ინტერვიუში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა აღნიშნა, რომ ის აძლიერებს საკუთარ ჯანმრთელობას C და D ვიტამინების ყოველდღიური მიღებით. სწორედ მათი დეფიციტი იწვევს ბევრ პრობლემას, განაცხადა ფაუჩიმ.


D ვიტამინის ნაკლებობოს გამო ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება ვირუსებს, ხოლო C ვიტამინმა აჩვენა, რომ კარგი ანტიოქსიდანტია.


ექიმი გვირჩევს დღეში მინიმუმ 1 გრამ C- ვიტამინის მიღებას, მისი მტკიცებით, ეს მოცულობა საკმარისი იქნება. D ვიტამინზე საუბრისას ფაუჩიმ შეგვახსენა, რომ მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ მისი ნაკლებობა იმუნიტეტს საფრთხეს უქმნის.ამ ნივთიერების ყოველდღიური მიღება ამცირებს რესპირატიული დაავადებების რისკს, ასევე აფერხებს კიბოს განვითარებას და ამცირებს ანთებით პროცესს.


ფაუჩის თქმით, ეს ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში. ეს უკანასკნელი ნივთიერება უკიდურესად კაპრიზულია და ცნობილია, რომ დანამატების სახით ცუდად ათვისებადია.

”მე გირჩევდით ამ ვიტამინის დანამატების სახით მიღებას, როგორც ამას მე თვითონ ვაკეთებ”, - აღნიშნა ფაუჩიმ.

70 წლამდე ასაკის პირებმა ყოველდღიურად უნდა მიიღონ მინიმუმ 600 ს.ე. ვიტამინი D. უფროსი თაობისთვის ნორმა არის 800 ს.ე. დღიური ლიმიტი 4000 ს.ე.

ვიტამინის დამატებების ეფექტის გასაზრდელად ექიმმა გვირჩია საკმარისი ძილი. უფრო მეტიც, ყოველდღე ძილის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ შვიდი საათი. ექსპერტის მეორე რჩევაა დაბალანსებული დიეტის დაცვა, ანუ რაციონში ჩავრთოთ ბოსტნეული, ხილი, უცხიმო ცილა და თხილი, ასევე ვეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ სტრესული ფაქტორები.

0
296
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0